• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/10/2011

"ბნელი რაინდი: აღზევება / The Dark Knight Rises" - სამსახიობო გუნდი

ალბათ ბევრი კამათი არ უნდა იმას თუ რომელ ფილმს ელის ყველაზე მეტად მსოფილოს კინომოყვარულთა უმეტესობა. ესაა კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის სერიის მესამე და დასკვნითი ნაწილი: "ბნელი რაინდი: აღზევება" (The Dark Knight Rises), რომელიც 2012 წლის ივლისში გამოვა მსოფლიოს კინოთეატრებში. მისი წარმოებისა და გადაღებების შესახებ ინფორმაცია მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მხოლოდ გადამღები გუნდის გარშემო ტრიალებს. კრის ნოლანმა გადაწყვიტა მესამე ფილმში წინამორბედთაგან დაებრუნებინა მსახიობთა უმეტესობა - კრისტიან ბეილი (ბეტმენი/ბრიუს ვეინი), მაიკლ კეინი (ალფრედი), გარი ოლდმენი (კომისარი გორდონი) და მორგან ფრიმენი (ლუციუს ფოქსი) და ასევე შემატა მრავალი ახალი სახე.

ქასთინგში პირველი მნიშვნელოვანი სიახლე წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც Warner Bros.-მა გამოაქვეყნა პრეს–რელიზი, რის თანახმადაც ფილმში ენ ჰეთეუეი შეასრულებს სელინა კაილის, ტომ ჰარდი კი ბეინის როლს. ამის შემდეგ ინტერნეტში მალევე გამოჩნდა ბეინის პირველი სურათი "ბნელი რაინდი: აღზევებიდან".

ტომ ჰარდი - ბეინი
მსახიობთა მეორე მნიშვნელოვანი მატება აპრილში გახდა ცნობილი, როდესაც კინოსტუდიამ ოფიციალურად დაადასტურა ჭორები "დასაწყისის" (Inception) კიდევ ორი მსახიობის, ჯოზეფ გორდონ–ლევიტისა და მარიონ კოტიარის მესამე ბეტმენში თამაშის შესახებ.. გორდონ–ლევიტი კომისარ გორდონთან მომუშავე პოლიციელის ჯონ ბლეიკის როლს შეასრულებს, ხოლო კოტიარი Wayne Enterprises–ის დირექტორთა საბჭოს წევრს, მირანდა ტეიტს ითამაშებს. თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ მირანდა ტეიტი სინამდვილეში რა'ს ალ გულის შვილი ტალია ალ გულია.

აპრილში ცნობილი გახდა კიდევ რამოდენიმე ახალი მსახიობის ვინაობა, მათ შორისაა ჯოშ პენსი "სოციალური ქსელიდან". ის ახალგაზრდა რა'ს ალ გულს ითამაშებს. ასევე სამი მსახიობი: დენიელ სუნჯატა, რომელიც მამაც სპეცრაზმელს განასახიერებს, დიეგო კლატენჰოფი და ბერნ გორმანი კი პოლიციის თანამშრომლები იქნებიან. რაც შეეხება ჯუნო ტემპლს (სამი მუშკეტერი), მისი გმირი უბრალოდ ცნობილია როგორც "ლამაზი გოთჰემელი გოგონა". თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში, პიცბურგში გადაღებებს ნესტორ კარბონელიც შეურთდებოდა, რომელიც "ბნელ რაინდშიც" გოთჰემის მერის, ენტონი გარსიას როლს თამაშობდა.

  დენიელ სუნჯატა, დიეგო კლატენჰოფი, ბერნ გორმანი  
მაისში, ინდოეთში გადაღებების პარალელურად, ფილმს კიდევ შეემატნენ ახალი სახეები: ებრაელი მსახიობი ალონ აბოტბოული ("მიუნხენი"), რომელიც ბოროტ და გიჟ მეცნიერს განასახიერებს, მალევე სამი სხვა მსახიობიც დაამტკიცეს ფილმზე - მეთიუ მოდინი, ტომ კონტი და 11 წლის ჯოი კინგი ("რამონა და ბეეზუსი"). ამ უკანასკნელმა ახალი ვერსიები წარმოშვა. ჯერ კიდევ ჯუნო ტემპლთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ ფილმში მდედრობითი სქესის რობინის გამოჩენაზე, შემდეგ ეჭვები გაჩნდა, რომ კინგი კერი კელის განასახიერებდა, რომელიც რობინია ფრენ მილერის გრაფიკული ნოველაში "ბნელი რაინდი ბრუნდება", თუმცა რეჟისორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მის ფილმში რობინი არ იყოს. მეტად სავარაუდოა, რომ კინგმა კომისარ გორდონის ქალიშვილი ბარბარა ითამაშოს ან სულაც პატარა ტალია ალ გული განასახიეროს.

მარიონ კოტიარი და ჯოი კინგი - შესაძლო ტალია ალ გული
ცოტა ხნის წინ ტრილოგიის ბოლო სერიას შეუერთდნენ ბრეტ კალენი (გუდვინი "დაკარგულებიდან") და კრის ელისი (ადმირალი ბრინგჰემი "ტრანსფორმერებიდან"), რომლებიც შესაბამისად მოსამართლესა და მღვდელს ითამაშებენ. ჯოშ სტევარტი ("ბენჟამინ ბატონის საოცარი ამბავი)" კი ჩვენთვის უცნობ გმირს განასახიერებს. ასევე ადამ ვესტი, რომელიც სამოციანი წლების სატელევიზიო სერიალში ბეტმენს თამაშობდა, შეიძლება პატარა როლით მოგვევლინოს კრისტოფერ ნოლანის ფილმში.

კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, მორგან ფრიმენი, გარი ოლდმენი, ნესტორ კარბონელი,
ტომ ჰარდი, ენ ჰეთეუეი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, ჯოშ პენსი,
ჯუნო ტემპლი, დენიელ სუნჯატა, მეთიუ მოდინი, ტომ კონტი, ჯოი კინგი,
დიეგო კლატენჰოფი, ბერნ გორმანი, ალონ აბოტბოული, ბრეტ კალენი, კრის ელისი  

2 კომენტარი:

kai postia, saintereso. treilers rodistvis unda velodot da kide gadagebebi rodis damtavrdeba savaraudod. es ori detali cnobilia?

ტრეილერს ჰარი პოტერს მიუბამენ და ანუ ზეგ უკვე იქნება, ინტერნეტში კი ალბათ ორშაბათს დაიდება (1:26 იქნება ხანგრძლივობა). ხო მართლა ახლა ტიზერ პოსტერიც გამოვიდა და სულ ცოტა ხანში გამოვაქვეყნებთ. გადაღებები კი ალბათ შემოდგომის ბოლოსთვის დამთავრდება. :)

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More