• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/20/2011

"ჰუგოს" და "ტინტინის თავგადასავალის" ტრეილერები

ოსკაროსანი რეჟისორი, ჰოლივუდის ნამდვილი ლეგენდა მარტინ სკორსეზე კარიერის ახალ ეტაპზე გადადის. ნოემბერში გამოდის მისი ახალი ფილმი "ჰუგო", რომელიც 3D ფორმატშია. საინტერესოა როგორი იქნება "ტაქსის მძღოლის", "ცოფიანი ხარის", "კარგი ბიჭების" და "გამდგომილების" რეჟისორის მიერ გადაღებული საოჯახო სათავგადასავლო ფილმი. სკორსეზე ხომ სრულწლოვანთათვის განკუთნილი ფილმების რეჟისორია, მას კარგად ეხერხება კრიმინალური ისტორიების გადაღება, "ჰუგო" კი, რომელიც თავიდან "ჰუგო კაბრედ" იყო დასათაურებული, ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და პატარა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს. ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ტრეილერიც დაიდო.



ფილმის ოფიციალური სინოფსისი
"ჰუგო" მოგვითხრობს ობოლი ბიჭის ამბავს, რომელიც პარიზში, მატარებლების სადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ექსცენტრიული გოგონას დახმარებით ის ცდილობს მამის იდუმალი გაუჩინარების და გულისფორმიანი საკეტის ამბავი გამოიკვლიოს. ფილმი დაფუძნებულია ბრაიან სელზნიკის ბესთსელერზე "ჰუგო კაბრეს გამოგონება", ეს მაგიური ისტორია მარტინ სკორსეზეს პირველი 3D ფორმატში გადაღებული ფილმი იქნება.
აღსანიშნავია ფილმში შექმნილი საოცარი, 30-იანი წლების გარემო. ასევე სამსახიობო გუნდი. მასში მონაწილეობენ ასა ბუტერფილდი ("The Boy in the Striped Pajamas"), რომელიც ჰუგოს ასახიერებს, ჯუდ ლოუ ("შერლოკ ჰოლმსი") - მისი მამა, ქლოე მორიტცი ("Kick-Ass") - "ექსცენტრიული" იზაბელი, საშა ბარონ კოენი - სადგურის მცველი და ოსკაროსანი ბენ კინგსლი ("განდი", "შინდლერის სია") - იზაბელის "მამა"
ფილმის პოსტერი 
"ტინტინის თავგადასავალი: მარტორქის საიდუმლო/The Adventures of Tintin: Secret of the Unicorn"

მარტინ სკორსეზეს გარდა კიდევ ერთი ლეგენდარული რეჟისორი, სტივენ სპილბერგი შეეცდება ახალი ტექნოლოგიებით 3D ფორმატის ფილმი შექმნას. "ტინტინის თავგადასავალი" კომიქსის ეკრანიზაცია, რომელიც ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას მოგვთხრობს. ის სპილბერგისთვის პირველი 3D ფილმი იქნება. სკორსეზესგან განსხვავებით სპილბერგი ექსპერტია ამ ჟანრისა და სათავგადასავლო ფილმების გადაღების. ფილმის ბიუჯეტი 135 მილიონი დოლარია და სპილბერგის გარდა მასზე მუშაობენ პიტერ ჯექსონი, როგორც პროდიუსერი და ედგარ ვრაიტი, რომელიც ერთ–ეთრი სცენარისტია.


"ტინტინის თავგადასავალი" არის ბელგიელი მწერლის ჟორჟეს პროსპერ რემის იგივე "ჰერჟეს" მიერ შექმნილი კომიქსი. ტინტინი არის ჟურნალისტი, რომელიც ბევრს მოგზაურობს თავის ოთხფეხა მეგობარ სნოუისთან ერთად და ეძებს უამრავ საოცარ თავგადასავალს.  მწერალმა ამ პერსონაჟზე კომიქსის ოცდასამი წიგნი შექმნა (ერთი დაუმთავრებელი). სპილბერგის ფილმში, ახალგაზრდა ტინტინს მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს მის ყველაზე დიდ მტერს წითელ რეკჰამს (Red Rackham). სცენარი დაფუძნებულია ორ ყველაზე საინტერესო კომიქსზე "მარტორქის საიდუმლო" ("The Secret of the Unicorn") და წითელი რეკჰემის საგანძური  ("Red Rackham’s Treasure"). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას ედგარ ვრაიტი, სტივენ მოფეტი ("Doctor Who") და ჯო კორნიში ("Attack the Block") წერენ, ფილმი უნდა იყოს დამაინტრიგებელი სათავგადასავლო ისტორიების  და საიდუმლოების ამოხსნის ნარევი, რომელიც გაუმჯოსებული motion-capture-ითაა შექმნილი და უფრო რეალისტურია ვიდრე  რობერტ ზემეკისის ანიმაციური
ფილმები ("პოლარული ექსპრესი", "ბეოვულფი" და "საშობაო ისტორია").

უკვე გამოსულია ფილმის როგორც ტიზერი, ისე საერთაშორისო ტრეილერი:






















ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჯეიმი ბელი ("ბილი ელიოტი", "გამოწვევა"), დენიელ კრეიგი ("კაზინო როიალი", "გამოწვევა") და ენდი სერკისი კაპიტანი ჰედოკის როლში, ასევე საიმონი პეგი და ნიკ ფროსტი.

"ტინტინის თავგადასავალი" დიდ ეკრანებზე 23 დეკემბერს გამოჩნდება. ამას გარდა წლის ბოლოს გამოვა სპილბერგის მეორე ფილმიც "საბრძოლო ცხენი". ფილმში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება და ცხენისა და მისი ახალგაზრდა მწვრთნელის მეგობრობის ისტორიას ასახავს. სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს საბრძოლო დრამა სპილბერგს ოსკარისთვის ბრძოლის შანსს მისცემს.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More