• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/01/2011

"თორი 2"-ის გამოშვების თარიღი; მარველის მოკლემეტრაჟიანი ფილმები

თორის გამოშვების შემდეგ, მარველის სტუდია წელს, 22 ივლისს გამოუშვებს ფრენჩაიზის კიდევ ერთ ფილმს, "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი", 2012 წელს კი გამოვა ყველაზე მასშტაბური ფილმი, "შურისმაძიებლები" რომელიც გაართიანებს მარველის ფილმების ყველა სუპერგმირს, მათ შორის რკინის კაცს, ჰალკს, თორსა და კაპიტან ამერიკას. 2013 წელს მათ რიცხვს შეემატება "რკინის კაცი 3". თუმცა როგორც ჩანს სტუდია ამაზე არ ჩერდება და კიდევ გეგმავს სერიის შევსებას. შემდეგი პროექებია "თორი 2" და რაც ყველაზე საინტერესოა მოკლემეტრაჟიანი, დაბალბიუჯეტიანი ფილმების მთელი რიგი.

თორი 2
Deadline-ის ცნობით მარველი თორის გაგრძელების გამოშევბას რკინის კაცთან ერთად, 2013 წლის ივლისში აპირებს. ჯერჯერობით მხოლოდ თორის როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორტია ოფიციალურად დამტკიცებული როლზე. ცნობის მიხედვით შეიცვლება სურათის რეჟისორიც. კენეტ ბრანა მეორე ფილმის პროდიუსერობას დასჯერდება. ოდნავ მოგვიანებით Deadline-მა ასევე გამოაცხადა "თორი 2"–ის სცენარისტის ვინაობა. ფილმის სცენარზე იმუშავებს დონ პეინი, "ჩემი ყოფილი სუპერ შეყვარებულის" (My Super Ex-Girlfriend) და "ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლისფერი სელფერის აღზევება" (Fantastic Four: Rise of the Silver Surfer) სცენარის ავტორი. ჯერჯერობით არაა ცნობილი ის მარტო დაწერს სცენარს თუ წინა სერიის სცენარისტებთან, ეშლი მილერთან და ზაკ სტენცთან ერთად.


მოკლემეტრაჟიანი ფილმები
გასულ წელს გავრცელდა ჭორი, რომ მარველი დაიწყებდა 10–წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას. ახლა კი Film School Rejects იტყობინება, რომ მათ უკვე გადაღებული აქვთ ორი ასეთი ფილმი კლარკ გრეგის (აგენტი კოულსენი რკინის კაციდან და თორიდან) მონაწილეობით, რომელთაც დაურთავენ თორისა და კაპიტანი ამერიკის DVD გამოშვებებს. მარველის სტუდიასთან დაახლოებული წყაროს მიხედვით, სტუდია სცენარისტებს ეძებს, რომ განავითაროს მარველის კომიქსების მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ისეთები როგორც ლუკ ქეიჯი და დოქტორი სთრეინჯი.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More