• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/14/2011

კრისტიან ბეილმა შესაძლოა არონოვსკის "ნოეში" ითამაშოს

დარენ არონოვსკი გეგმავს გადაიღოს ფილმი ბიბლიურ პერსონაჟ ნოეზე. მან სურვილი გამოთქვა, რომ მთავარი როლი კრისტიან ბეილმა შეასრულოს. Vulture–ის ცნობით ოსკაროსან მსახიობს ნოეს განსახიერება შესთავაზეს. ფილმის ბიუჯეტი 130 მილიონს შეადგენს. თუ ბეილმა თანხმობა განაცხადა, მაშინ არონოვსკის პოზიციები საპროდიუსერო კომპანიებთან უფრო გამყარდება. თავიდან ფილმი 20th Century Fox–ის პატარა კომპანია New Regency–ის უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ამხელა ბიუჯეტიან ფილმს ვერ გასწვდა, ამიტომ ახლა Paramount, Summit და Fox იქნებიან პროექტის თანადამფინანსებლები.

ბეილი ამჟამად დაკავებულია კრისტოფერ ნოლანის "ბნელი რაინდის აღზევების" გადაღებებით. ამის შემდეგ ის მონაწილეობას მიიღებს ფილმში "უკანასკნელი ფოტოგრაფი", რომელშიც ასევე თამაშობს შონ პენი. ბეილი შეასრულებს კორესპონდენტის როლს. ავღანეთში ამერიკელების ერთ–ერთი თავდასხმის შემდეგ ის ერთადერი გადარჩენილი აღმოჩნდება. ამ ფილმის გადაღებები დაიწყება მაშინვე, როგორც კი ბეილი ბეტმენის მესამე ფილმზე მუშაობას დაასრულებს, თუმცა თუ ის ნოეს განსახიერებას დათანხმდება, მაშინ სურვილისამებრ შეძლებს ჯერ არონოვსკის ფილმით დაკავდეს.


რეჟისორისთვის  ხელსაყრელია კრისტიან ბეილის მსგავსი მსახიობი მთავარ როლში, განსაკუთრებით მაშინ როცა ფილმი რელიგიური ხასიათისაა და წინასწარ არასდროს იცი როგორ მიიღებს მას მაყურებელი. დარენ არონოვკისთვის ეს გარკვეულ წილად რისკსაც წარმოადგენს. ფილმი ბიბლიურ პერსონაჟზე, თანაც "შავი გედის" რეჟისორის ხედვით შექმნილი მას არც აღიარებას მოუტანს და უფრო კი მსჯელობისა ან გაკიცხვის საგანი გახდება. მისი ინტერვიუდან ჩანს, რომ რაღაც მიზეზების გამო რეჟისორი ძალიანაა დაინტერესებული გმირის ხასიათით. ის თავად დაწერს სცენარს ფილმისთვის, რომელსაც შემდეგ ჯონ ლოგანი (ავიატორი) გადაწერს.

აღსანიშნავია ისიც რომ ბოლო დროს ბეილი წვერით და გრძელი თმით საკმაოდ წააგავს არონოვსკის "ნოეს" გრაფიკულ გამოსახულებას, ამიტომ აქვე შემოგთავაზებთ ამ გრაფიკული ნოველის ტრეილერს:

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More