• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/01/2011

"სუპერ 8" – წინასწარი მიმოხილვა

23 ივნისს კინოთეატრ საქართველოში შედგება სამეცნიერო ფანტასტიკის "სუპერ 8"–ის პრემიერა. ფილმის რეჟისორია ჯ. ჯ. აბრაამსი, რომელმაც სახელი გაითქვა დაკარგულების შექმნით. 2006 წელს მან სატელევიზიოდან კინო ინდუსტრიაში გადაინაცვლა და "მისია შეუსრულებელი III" გადაიღო, რასაც 2009 წელს მოჰყვა გაცილებით წარმატებული "ვარსკვლავური გზა" (Star Trek). სუპერ 8 აბრაამსის მესამე სარეჟისორო ნამუშევარია, რომლის პროდიუსერიც სტივენ სპილბერგია.

სუპერ 8 არის საიდუმლოების მოყვარული ჯ.ჯ. აბრაამსის საიდუმლოებით მოცული ფილმი, რომლის შესახებაც ალბათ ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ვიმსჯელოთ. უფრო სწორად განუწყვეტლივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა რაიმე კონკრეტულამდე მისვლა გაგვიჭირდება. ტრეილერი საკმაოდ მწირ ინფორმაციას გვაწვდის: 1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს პატარა ქალაქში მეგობრები ფილმს იღებდნენ სუპერ 8 კამერით, როცა მატარებლის კატასტროფის მომსწრენი გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში უჩვეულო მოვლენები გახშირდება. ტრეილერის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილია იდუმალი მონსტრი, რომლის ხილვის საშუალებაც არ გვეძლევა.



აბრაამსმა და სპილბერგმა ესეც არ იკმარეს და ცოტა ხნის წინ გამოსულ ვიდეო თამაშს, "Portal 2", დაურთეს მინი-თამაში, რომელიც მოთამაშეს აძლევს საშუალებას სულ სხვა თვალით შეხედოს ტრეილერში გადმოცემულ მატარებლის აფეთქების სცენას. "Portal 2"-ის ბონუს თამაში იწყება მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მისი აფეთქების შემდეგ კი ჩვენი გადარჩენილი გმირი გარეთაც მიმოიხედავს. ვიდეო იხილეთ ჩვენს სტატიაში ინტერაქტიული ტრეილერის შესახებ.

როგორც ნახავდით, მონსტრის უხილავობა მინი–თამაშშიც შენარჩუნდა. ამის შემდეგ აბრაამსმა გადაწყვიტა მონსტრის წარმოქმნაშიც ჩაეყოფინებინა ჩვენთვის ცხვირი, თუმცა როგორც ყოველთვის არა სრულად. ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ კადრები, რომლებიც ნამდვილად მოგაგონებთ დარმა ინიციატივის ჩანაწერებს Lost-იდან. ის აღწერს ბიოლოგიურ ექსპერიმენტს, რომელსაც მეცნიერები ატარებენ კოსმოსურ არსებაზე. ოფიციალური ვებგვერდი – სამუშაო ოთახი (კადრების სანახავად ჯერ დააჭირეთ open-ს, შემდეგ play-ს).

სურათში მონაწილეობენ კაილ ჩენდლერი, რონ ელდარდი, ნოა ემერიხი, ჯოელ კორტნი, რაილი გრიფიტსი, ელე ფენინგი, რაიან ლი, ზაკ მილსი, გაბრიელ ბასო, ამანდა მიჩალკა და სხვები. ფილმის კომპოზიტორია ოსკაროსანი მაიკლ ჯაკინო. სტატიის ბოლოს ასევე ნახეთ ახალი ვიდიო ფილმიდან.





ფილმის ოფიციალური სინოფსისი:
1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს პატარა ქალაქში მეგობრები ფილმს იღებდნენ სუპერ 8 კამერით, როცა მატარებლის კატასტროფის მომსწრენი გახდნენ. მალე ისინი მიხვდნენ, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში უჩვეულო და აუხსნელი მოვლენები გახშირდა. ქალაქის წარმომადგენლობა ცდილობდა სიმართლის გაგებას, მაგრამ ეს სიმართლე უფრო საზარელი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More