• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/10/2011

აგვისტოს 5 დღე / 5 Days of August - გადაღებები

მოგეხსენებათ "აგვისტოს 5 დღის" გამოსვლამდე ყველას ხშირად გვესმოდა ის აზრი, რომ ფილმი მთელ მსოფლიოს დაანახებდა ომის რეალურ მიმდინარეობას. მეც დავინტერესდი თუ რა იწერება "აგვისტოს 5 დღის" შესახებ უცხოურ ვებგვერდებზე, თუმცა სიმართლე გითხრათ მნიშვნელოვანი ნამდვილად ვერაფერი ვიპოვე. სამაგიეროდ აღმოვაჩინე ერთი საინტერესო პოსტი, რომელიც ფილმის ხმის შემრევმა (sound mixer) გამოაქვეყნა www.soundandpictureonline.com-ზე. პოსტი საკმაოდ დიდია მოცულობით და ძირითადად საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, მაგრამ მისი ნაწილი ფილმის გადაღებებს ეძღვნება. შევეცადე რაც შეიძლება ზუსტად მეთარგმნა.

შემოქმედებითი გუნდის ქართველი წევრების შესახებ
"...გადაღებებზე წამოსვლამდე დაველაპარაკე პოლ ლედფორდს, (ის მუშაობდა ხმის შერევაზე რენის ბოლო ფილმში "12 რაუნდი") რომელმაც მითხრა, რომ რენისთან მუშაობა იქნებოდა რთული, მაგრამ სასიამოვნო. ჩემმა boom operator-მა რიჩარდ ბალოკმა და მე მალევე აღმოვაჩინეთ, რომ რენი ჰარლინთან მუშაობა ზუსტად ასეთი იქნებოდა. მისი მოთმინება თარგმნის პრობლემებსა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფის შეზღუდულ გამოცდილებასთან დაკავშირებით იყო შესანიშნავი."

ნინო თევდორაშვილი
"ჩვენი utility person (ხმის შემრევის და boom operator-ის ასისტენტი), ნინო თევდორაშვილი იყო ადგილობრივი და მიუხედავად იმისა, რომ ისწავლა ხმის შერევა უნივერსიტეტში და ასევე ნამუშევარი ჰქონდა რამდენიმე პატარა პროექტზე, არასდროს უმუშავია "აგვისტოს 5 დღის" მსგავს ფილმზე... მან შესანიშნავი სამუშაო გასწია, თუმცა ისევე როგორც გუნდის სხვა ქართველი წევრები, ისიც ხშირად იბნეოდა მისთვის ძალიან "პირადი" ფილმის გადაღებების ყურებისას."

გადაღებების შესახებ
"ვფიქრობ საინტერესო იყო გადაღება ქვეყანაში, რომელსაც სრულიად არ აქვს გადასაღები ინფრასტრუქტურა."
სტალინის მოედანი, გორი
"საბოლოოდ, ფილმის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გადასაღები ადგილები და ადგილობრივი რესურსების არ არსებობა. ყველაზე უბრალო ნივთებიც კი ძნელი საშოვნელი იყო, ყველაფერი უნდა ჩამოგეტანა. The G&E package ჩამოვიდა ბულგარეთიდან ისევე როგორც გუნდის უმეტესობა და ყველა ტრანსპორტი, ჩემი და კამერის მანქანის გამოკლებით. ისინი აქვე დავიქირავეთ მძღოლთან/პატრონთან ერთად. ჩვენ თვითონვე მოგვიხდა კარვების, კაბინეტების და განათების მომზადება. გადაღების პირველი კვირა გავატარეთ მთის პატარა სოფელში და ღამე მატარებელში გვეძინა. ეს იყო ძველი, საბჭოთა მატარებელი, რომელსაც ქვანახშირით ათბობდნენ, ასე რომ ყველას გაგუდვის გვეშინოდა. საშხაპეები და სააბაზანოები გარეთ იყო და იქამდე მისვლისთვის 100 "ცივი" იარდი უნდა გაგვერბინა. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმდა. გადაღებების დანარჩენი ნაწილი გავატარეთ თბილისში, ძალიან კარგ სასტუმროში, თუმცა გადასაღები მოედნები ისეთივე დარჩა. კვება იყო საშინელი, craft service (წასახემსებელი საკვები - ნამცხვრები, ყავა და სხვ.) საერთოდ არ არსებობდა (ისევე როგორც სააბაზანოები ზოგგან)... ლიფტები იქ უბრალოდ არ იყო, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში მოკირწყლული გზები. მაგრამ ამ ყველაფერს უყოყმანოდ გავიმეორებდი. ეს არის ის, რატომაც მიყვარს ფილმზე მუშაობა და რის გამოც ამას სიცოცხლის ბოლომდე გავაკეთებ."

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More