• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/29/2011

სამი მუშკეტერი 3D / The Three Musketeers 3D - მეორე ტრეილერი

გამოვიდა პოლ ანდერსონის "სამი მუშკეტერის" მეორე ტრეილერი, რომელიც დაფუძნებულია ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების უკვდავ რომანზე. როგორც ეს ორივე ტრეილერიდან ჩანს, ანდერსონმა გადაწყვიტა დიუმას რომანის ახალი, თანამედროვე თავისებური ხედვა წარმოგვიდგინოს. ორ წუთიანი ვიდეო ასახავს მფრინავ გემებს, საჰარო ბრძოლებს, რომელიც კარიბის ზღვის მეკობრეებს უფრო დაამშვენებდა, ბრძოლის უაზრო და სასაცილო მეთოდებს, მებრძოლ მილედის, და სხვ. მოკლედ ამ ფილმს 3D ექშენს უფრო ვუწოდებდი, ვიდრე ისტორიულს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფილმი ძალიან ლამაზი ჩანს შესანიშნავი სპეც-ეფექტებით. რეჟისორის ჩანაფიქრმა და ხედვამ გამახსენა 2001 წლის ფილმი "მუშკეტერი", ჯასტინ ჩემბერსისა და ტიმ როტის მონაწილეობით, თუმცა იმედია სხვა ასპექტებში ახალი ეკრანიზაცია წინამორბედს უკან ჩამოიტოვებს.

ფილმში მონაწილეობენ ლოგან ლერმანი (დარტანიანი), მეთიუ მაკფადენი (ათოსი), რეი სტივენსონი (პორთოსი), ლუკ ევანსი (არამისი), მილა იოვოვიჩი (მილერი დე უინტერი), ჯუნო ტემპლი (დედოფალი ანა), კრისტოფ ვალზი (კარდინალი რიჩენიე), ორლანდო ბლუმი (ბუკინგემის ჰერცოგი) და სხვები. ფილმი არის აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოები. მისი პრემიერა შედგება წელს, 14 ოქტომბერს 3-D ფორმატში.





0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More