• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

5/03/2011

ბონდის ახალი სერია "პროდაქტ-პლეისმენტის" რეკორდს დაამყარებს

არავისთვისაა გასაკვირი, რომ ფილმების გადაღება ძალიან ძვირი ჯდება. განსაკუთრებით ჯეიმს ბონდის მსგავსი ექშენების. სწორედ ფილმში რეკლამის სანაცვლოდ მიღებული დაფინანსების  გამოა, რომ უფრო მეტი და მეტი სტუდია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან. მაგრამ საინტერესოა, შეუძლია თუ არა ფილმში დიდი რაოდენობით ბრენდების რეკლამირებას თვითონ ფილმის გაფუჭება ან სულაც მისი განადგურება? შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციების გამო რეჟისორმა ფილმზე კონტროლი დაკარგოს?

ამ კითხვაზე იმაზე უკეთეს პასუხს ვინ გაგვცემს თუ არა ჯეიმს ბონდის ჯერაც დაუსათაურებელი ფილმი. როგორც გაზეთი The Australian გვამცნობს, ბონდის 23–ე სერია თავისი 45 მილიონიანი შემოსავლით "პროდაქტ-პლეისმენტის" რეკორდს ხსნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თანხა ფილმის მთელი ბიუჯეტის ერთ-მესამედს შეადგენს. აქამდე ცნობილი ბრენდებთან მომგებიანი თანამშრომლობით გამოირჩეოდა სტივენ სპილბერგის "განსხვავებული აზრი". მან ფილმში განთავსებული უამრავი რეკლამით 20 მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

ბონდის ფილმები აქამდეც არ უჩიოდა ბრენდების გამოყენების ნაკლებობას. პირადად ჩემთვის ფილმში ფარულ რეკლამირებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ის ძალიან მომაბეზრებელი არ არის. ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესოა ლეგენდარულ ფრანსშიზეს, როგორ გაგრძელებას შემოგვთავაზებს რეჟისორი სემ მენდესი. უკვე ცნობილია, რომ გადაღებები დაიწყება ივნისის დასაწყისში ინდოეთის ქალაქებ გოასა და მუმბაიში. აქვე უნდა ითქვას, რომ 1983 წელს ბონდის ერთერთი სერია - "ოქტოპუსიც" გადაიღეს ინდოეთში - აგრასა და უდაიპუში.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More