• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/18/2011

შვარცნეგერი კინოს უბრუნდება

შვიდწლიანი შესვენების შემდეგ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი პოლიტიკიდან კვლავ კინოს უბრუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში მას ერგუნა რამდენიმე კამეო, მათ შორის სილვესტერ სტალონეს ფილმში "შეუტოკებელნი", (თარგმანიც ამას ჰქვია) სადაც ის გამოჩნდა სტალონესა და ბრიუს უილისთან ერთად.

თუმცა, კინოგურმანთა საბედნიეროდ არნოლდმა 10 თებერვალს საკუთარ Twitter-ზე დაწერა:
"გასაოცარი ამბავი. ჩემი მეგობრები შვიდი წლის მანძილზე მეკითხებოდნენ, თუ როდის შეეძლოთ სერიოზული შემოთავაზებების განხორციელება. დღეს მათ მწვანე შუქს ვუნთებ."
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ფილმში მოგვევლინები ის პირველად. შესაძლო ვარიანტებს შორისაა "შეუტოკებელნი 2", რომელშიც სავარაუდოდ შედარებით დიდი როლი ექნება და ტერმინატორის მეხუთე სერია, რომელზეც დაინტერესება Universal Pictures-ის მხრიდან გაიზარდა არნოლდის დაბრუნების შემდეგ.
გამოსვლის შემთხვევაში სურათის შესაძლო რეჟისორად ჯასტინ ლინს, სცენარისტად კი კრის მორგანს მოიაზრებენ, რომლებიც ერთად მუშაობდნენ "ფორსაჟის" ბოლო სამ სერიაზე. მესამე შესაძლებლობად მიიჩნევა შვარცნეგერის გამოჩენა ჯეიმზ კამერონის ერთ-ერთი ფილმში.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More