ჯერი ბრუკჰაიმერის კიდევ ერთი საპროდიუსერო ნამუშევარი, კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე სერია 20 მაისს გამოვა კინოთეატრებში. ფილმის რეჟისორი მიუზიკლების ეკრანიზაციით ცნობილი რობ მარშალია. რეჟისორი შეიცვალა, თუმცა ჯონი დეპი ბრუნდება ლეგენდარული ჯეკ ბეღურას განსასახიერებლად, რაშიც ის ყველაზე დიდ გასამრჯელოს აიღებს. ფილმის სინოფსისი და ტრეილერი უკვე გავრცელდა, ახლა დისნეიმ გაავრცელა კარიბის ზღვის მეკობრეების ზომბი გმირების ნახატები, რომელთა ხილვა ტრეილერშიც შეგიძლიათ. სანამ ამ შემოქმედებას ნახავდეთ, შეგახსენებთ, რომ ფილმში ჯონი დეპთან ერთად მონაწილეობენ პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში და კევინ რ. მაკნელი.
0 კომენტარი:
Post a Comment