• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/19/2011

"ნანკინის 13 ყვავილი" – კრისტიან ბეილი აზიურ ფილმში (სურათები)

ამა წლის იანვარში დაიწყო ჩინელი რეჟისორის, ჩჟან იმოუს (Zhang Yimou) ფილმის “ნანკინის 13 ყვავილის” (13 Flowers of Nanjing) გადაღებები, რომელშიც მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. ეს ბეილის პირველი ფილმია, მას შემდეგ რაც “მებრძოლში” განსახიერებული როლისთვის ოსკარი მიიღო. სურათი დაფუძნებულია იან გელინგის რომანზე, “ნანკინის 13 ქალი” და მოგვითხრობს ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის პეროდის შესახებ. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პირველი სურათები გადასაღები მოედნიდან, რომელზეც აღბეჭდილია ბეილი კათოლიკე მისიონერის ანაფორაში.

ჩჯან იმოუ ცნობილი რეჟისორია და მის ფილმებს შორისაა “გმირი”, “მფრინავი ხმლების სახლი”, “ოქროს ყვავილის წყევლა” და სხვ. მისი სამი ფილმი იყო ნომინირებული ოსკარზე უცხოენოვანი სურათისთვის, ასევე უმაღლესი ჯილდო აქვს დამსახურებული ორჯერ ვენეციის კინოფესტივალზე, ერთხელ კანის კინოფესტივალზე და ერთხელაც ბერლინალეზე. “ნანკინის 13 ყვავილი” ჩჯანის პირველი მრავალენოვანი ფილმი (ინგლისური, ჩინური).

ფილმის ოფიციალური სინოფსისი:
ნანკინის 13 ყვავილის სიუჟეტი ვითარდება 1937 წელს ნანკინში, ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის პერიოდში, სადაც რამდენიმე მამაცი ლტოლვილი მიაგნებს ტაძარს. ლტოლვილები, რომელიც ომის ჩაოსმა ერთად შეყარა, რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ეკლისიის სკოლის ბავშვებისთვის, როდესაც ისინი შეეცდებიან თავიდან აიცილონ ძალადობა ქალაქის სისხლიანი ოკუპაციის დროს. საშინელი უბედურების ჟამს ყველა მათგანში გაიღვიძებს სიმამაცე და შეეცდებიან საკუთარი თავისა და ერთმანეთის გადასარჩენად. ფილმი არის ჰეროიზმისა და სიყვარულის ამბავი. კრისტიან ბეილის პერსონაჟი იქნება ჯონი, ამერიკელი, რომელიც სახლიდან ათასობით მილის დაშორებით შეესწრო ომს და არსად აქვს წასასვლელი.







0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More