Dreamworks-მა გამოაქვეყნა სტივენ სპილბერგის სამხედრო დრამის პირველი სურათები. "საბრძოლო ცხენი" წლის ბოლოს გამოვა აშშ-ის კინოთეატრებში და იმდენად რამდენადაც მიჩნეულია ოსკარისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად, მისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. სტივენ სპილბერგი ამჯერად გვთავაზობს მაიკლ მორპურგოს ამავე სახელწოდების საბავშვო ნოველის ეკრანიზაციას. ფილმი მოგვითხრობს ცხენის, ჯოის შესახებ, რომელსაც გაყიდიან და ის მოხვდება პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე.
კინოკომპანიამ დეკემბერში გამოაქვეყნა ფილმის ოფიციალური სინოფსისი:
"საბრძოლო ცხენი" იწყება ცხენის, სახელად ჯოის და მისი მწვრთნელის, ახალგაზრდა ალბერტის შესანიშნავი მეგობრობით. მას შემდეგ, რაც მათ ძალით დააშორებენ, სიუჟეტი მოგვითხრობს ცხენის არაჩვეულებრივი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ცვლის ყველას ცხოვრებას, ვისაც ამ პერიოდში შეხვდა: ბრიტანელი კავალერისტის, გერმანელი ჯარისკაცების, ფრანგი ფერმერისა და მისი შვილიშვილის. ცხენმა მოგზაურობის დროს გამოცადა პირველი მსოფლიო ომი თავისი მთელი სისასტიკით. სიხარულის და სევდის ოდისეა, ომის და მეგობრობის ისტორია.ალბერტს განასახიერებს ახალბედა ჯერემი ირვინი. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემილი უოტსონი, პიტერ მულანი, დევიდ თეულისი და სხვები.
სტივენ სპილბერგი, სურათი ფილმის გადაღებებიდან |
0 კომენტარი:
Post a Comment