• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/22/2011

პიტერ ჯექსონის კიდევ ორი ვიდეო ბლოგი "ჰობიტის" გადაღებებიდან

ჰობიტის რეჟისორი პიტერ ჯექსონი განაგრძობს ფილმის გადაღებების შესახებ ვიდეო ბლოგების გამოქვეყნებას. პირველი ვიდეოდღიური მან აპრილში დადო თავის ფეისბუქზე, მიმდინარე თვეში კი კიდევ ორი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც უკვე უშუალოდ ასახულია გადაღებების პირველი ბლოკი და ძირითადად ფოკუსირებულია ჯუჯებზე. ვიდეოები ძალიან სახალისოა. როგორც ჩანს რეჟისორი დიდ ყურადღებას უთმობს სოციალური ქსელებით პიარ–აქციის წარმოებას, პასუხობს მაყურებელთა კითხვებს და თან ჩვენთვის უცნობ და საკმაოდ საინტერესო, გადასაღები პროცესისათვის თვალის შევლების საშუალებას გვაძლევს. მართალია ფილმის გამოსვლამდე დიდი დრო დარჩა, თუმცა ის უკვე ყურადღების ცენტრშია და მოლოდინიც საკმაოდ გამძაფრებულია.
პარალელურად ჯექსონმა გამოაქვეყნა ჯუჯების სურათები, რომელიც ჩვენც შემოგთავაზეთ. ისევე როგორც პირველი, ეს ვიდეოებიც საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. "ჰობიტის" გადაღებების მეორე ბლოკი სექტემბერში დაიწყება. სურათი კი ორ ნაწილად 2012 და 2013 წელს გამოვა კინოთეატრებში.

ვიდეოდღიური #2



ვიდეოდღიური #3



განძის მაძიებელ ცამეტ გნომს განასახიერებენ რიჩარდ ერმიტეჯი (თორინი), გრეემ მაკტევიში (დვალინი), კენ სტოტი (ბალინი), ეიდენ ტერნერი (კილი), რობ კაზინსკი (ფილი), მარკ ჰედლოუ (დორი), ჯედ ბროფი (ნორი), ადამ ბრაუნი (ორი), ჯონ კალენი (ოინი), პიტერ ჰემბლეტონი (გლოინი), უილიამ კირშერი (ბიფური), ჯეიმს ნესბიტი (ბოფური), სტივენ ჰანტერი (ბომბური), ხოლო მთავარ გმირს ბილბო ბეგინს ითამაშებს ბრიტანელი მსახიობი მარტინ ფრიმენი. მათთან ერთად ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებიდან პრიკველში დაბრუნდებიან ელაია ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი), ანდი სერკისი (გოლუმი), ქეით ბლანშეტი (გალადრიელი), კრისტოფერ ლი (სარუმანი), იან ჰოლმი (ის ითამაშებს მოხუც ბილბოს), ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი) და ჰუგო ვივინგი (ელრონდი).

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More