• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/24/2011

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - მეორე ტრეილერი

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი ამერიკული კომიქსების სუპერ გმირებს ეკუთვნით. DC-იმ, როგორც მოსალოდნელი იყო თავი ვერ გამოიჩინა. მისი მწვანე ჩირღდანი არც თუ ისე კარგი ფილმი გამოდგა. რაც შეეხება მარველს, ის თავისი დიდების ზენიტს აღწევს და მისი კომიქსების ეკრანიზაცია როგორც მაყურებლების, ისე კინოკრიტიკოსების გულს იგებს. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თორი, რომელიც Marvel Studios-ის ამბიციური პროექტის "შურისმაძიებლების" ერთ-ერთი წინაპირობაა. "შურისმაძიებლები" 2012 წლის ზაფხულში გამოვა და თორის გარდა ის გააერთიანებს პერსონაჟებს ფილმებიდან: "რკინის კაცი", "წარმოუდგენელი ჰალკი" და "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი". ამ უკანასკნელის შეფასება სულ მალე შეგვეძლება, მანამდე კი ტრეილერებით უნდა დავკმაყოფილდეთ.

თუ კაპიტანი ამერიკას პირველი ტრეილერი არც თუ ისე დიდ მოწონებას იმსახურებდა, მეორე ტრეილერი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება კომიქსების ეკრანიზაციებს შორის. ფილმი გამორჩეულია იმით, რომ მოქმედება არა თანამედროვე დროში ან მომავალში არამედ წარსულში, მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. ფილმს ჰყავს კარგი მსახიობები. კრის ევანსი არაჩვეულებრივად ირგებს სტივ როჯერსის როლს. ასევე აღსანიშნავია ჰუგო ვივინგის "წითელი თავისქალა". ტრეილერი საკმაოდ მიმზიდველია ბატალური სცენებითა და ექშენით. აქვს როგორც წარსულის, ისე სამეცნიერო-ფანტასტიკის ელფერი, ამიტომ ნამდვილად ღირს მისი ნახვა.



ამას გარდა გამოვიდა ვიდეო, რომელიც რეჟისორი ჯო ჯონსტონი, პროდიუსერები, კომიქსის შემქმნელები და მსახიობი კრის ევანსი კაპიტანი ამერიკის ფარზე მოგვითხრობენ. ასევე საუბარია "რკინის კაცის" ორივე სერიის იმ მომენტებზე, რომელშიც ეს ფარი დომინირებს. ვიდეო მომზადდა ანტი-ვირუს Norton by Symantec სპონსორობით, ამიტომ გაფრთხილებთ, რომ ის შეიცავს უამრავ სარეკლამო კადრს, ინტერვიუებსა და ფილმის მომენტებს შორის.



დაუწერელ კანონად იქცა ის, რომ კომიქსზე გადაღებულ ყველა ფილმს და განსაკუთრებით კარგ ფილმს სჭირდება გაგრძელება. მართალია კაპიტანი ამერიკა ჯერ არ გამოსულა, მაგრამ უკვე ალაპარაკდნენ მის სეკველზე. სცენარისტები კრისტოფერ მარკუსი და სტივენ მაკფილი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმის გადაწყვეტას, თუ რომელ დროში განვითარდება მეორე ფილმის სიუჟეტი. მათი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლება წარსულის ისეთი ისტორიების გადაღება, რომელსაც ჯო ჯონსტონის ფილმი არ შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კაპიტანი ამერიკის გადაღებები ტაიმ სკვერზეც შედგა, სადაც თანამედროვე დროში კრის ევანსის და სემუელ ლ. ჯექსონის გმირები ერთმანეთს ხვდებიან.

 
























შეგახსენებთ, რომ ფილმი 22 ივლისს გამოვა დიდ ეკრანებზე. მასში, კრის ევანსთან ერთად, ასევე მონაწილეობენ ტომი ლი ჯონსი, ჰუგო უივინგი, ჰეილი ეტველი, სებასტიან სტენი, ტობი ჯონსი, დომინიკ კუპერი და სტენლი ტუჩი.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More