• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/18/2011

"კოვბოები და უცხოპლანეტელები" - ვიდეო ფილმის შემქმნელთა კომენტარებით

ფილმით "კოვბოები და უცხოპლანეტელები" რეჟისორი ჯონ ფავრო სამეცნიერო ფანტასტიკისა და ვესტერნს ერთ პროექტში მოაქცევს. წარმატების შემთხვევაში კი, რაც სავსებით მოსალოდნელია, ის ამგვარ უცნაურ და ამავდროულად სარისკო ჟანრს პოპულარიზაციას გაუწევს. უკვე გამოსული ტრეილერების შემდეგ უფრო მარტივი გახდა იმის წარმოდგენა, როგორ შეებრძოლებიან ცხენზე ამხედრებული ადამიანები მფრინავი ხომალდებით მოსულ, მტრულად განწყობილ უცხოპლანეტელებს. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოში ფილმის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ პროდიუსერები სტივენ სპილბერგი და რონ ჰოვარდი, სცენარისტები რობერტ ორსი და ალექს კურცმანი, ასევე რეჟისორი ჯონ ფავრო. ვიდეო არ შეიცავს სპოილერებს, ის მთლიანად ფოკუსირებულია გადაღების პროცესზე და ფილმის შემქმნელების მოსაზრებებზე.

"კოვბოები და უცხოპლანეტელები" დიდ ეკრანებზე 29 ივლისს გამოდის და 2D ფორმატშია. ფილმზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ოფიციალურ სინოპსისს და იხილეთ შემდეგი ვიდეო.



ქვემოთ იხილეთ ფილმის ოფიციალური სინოფსისი:

1873. არიზონა. მეხსიერება დაკარგული უცხოელი შემთხვევით აღმოჩნდება Absolution–ის ქალაქში. წარსულის ერთადერთი გადმონაშთი არის მხოლოდ საიდუმლოებით მოცული იარაღი–ბორკილი, რომელიც მას ხელზე უკეთია. უცხოელი აღმოაჩენს, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს არ უყვარს უცნობები და ქუჩებში ნაბიჯსაც კი ვერავინ დგამს პოლკოვნიკი დოლარჰაიდის ნებართვის გარეშე. ეს არის ქალაქი, რომელიც შიშში ცხოვრობს.

მაგრამ ქალაქს საფრთხე უმუქრება, როდესაც მას ციდან მოსული უცხოპლანეტელთა რასა ესხმის თავს. მაშინ კი უცხოელი, რომელსაც ზურგი შეაქციას მათი გადარჩენის ერთადერთი იმედი ხდება. როდესაც ის ნელნელა იწყებს თავისი წარსულის გახსენებას, ხვდება, რომ მან იცის საიდუმლო, რომელიც ქალაქს უცხოპლანეტელებთან წინააღმდეგ ბრძოლაში მისცემს შანს. მოუხელთებელი მოგზაურის ელას დახმარებით, ის ყოფილი მოწინააღმდეგეებისაგან – ქალაქის მაცხოვრებლების, დოლარჰაიდისა და მისი ხალხის, კანონგარეშეებისა და აპაჩეებისაგან – შეკრებს რაზმს და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულები დაიწყებენ ბრძოლას გადარჩენისათვის.

ჯანრი: ექშენ თრილერი
მსახიობები: დენიელ კრეიგი, ჰარისონ ფორდი, ოლივია ვაილდი, სემ როკველი, ადამ ბიჩი, პოლ დანო, ნოა რინჯერი
რეჟისორი: ჯონ ფავრო
სცენარი: რობერტო ორსი & ალექს კურცმანი & დეიმონ ლინდელოფი
პროდიუსერები: ბრაიან ბრეიზერი, რონ ჰოვარდი, ალექს კურცმანი,რობერტო ორსი, სკოტ მიტჩელ როზენბერგი

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More