• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/21/2011

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

მას შემდეგ რაც 2010 წელს სემ რეიმის "ადამიანი–ობობის ტრილოგიის გაგრძელება შეუძლებებლი გახდა და პროექტის მეოთხე სერიის დაგეგმვამ კრახი განიცადა, სტუდიამ მაშინვე იპოვა გამოსავალი და სასწრაფოდ გადაწყვიტა კომიქსის ახალი ეკრანიზაცია - "საოცარი ადამიანი-ობობა" შეექმნა. მის რეჟისორად მარკ ვები ("ზაფხულის 500 დღე") დანიშნეს.  მთავარ როლზე კი სოციალური ქსელის მსახიობი ენდრიუ გარფილდი დაამტკიცეს. წლის დასაწყისში ინტერნეტში გამოჩნდა ადამიანი ობობას პირველი სურათიც. ახლა უკვე შესაძლებელია ფილმის ტრეილერის ხილვაც.



რაც შეეხება თვითონ ფილმს, ის ერთი შეხედვით ძალიან განსხვავდება სემ რეიმის "ადამიანი-ობობისგან", იმის მიუხედავად, რომ ორივე ფილმის სიუჟეტი ერთიდაიმავე პერიოდს მოიცავს. "ადამიანი-ობობის" პირველ სერიაშიც და "საოცარ ადამიან-ობობაშიც" პიტერ პარკერი სკოლის მოსწავლეა და მისი მუტაციაც ამ დროს იწყება. ამ ორ ფილმს შორის მხოლოდ 10 წლიანი დაშორებაა, ამიტომ როგროც ჩანს რეჟისორი ცდილობს ეს ისტორია სხვაგვარად წარმოაჩინოს, რომ მაყურებელმა ერთმანეთს არ მიამსგავსოს. თუ ადრე ობობას ყველა მოძრაობა კომპიუტერული ეფექტებით იყო შექმნილი, ახლა მეტ ცოცხალ კადრს იღებენ. მთლიანად ფილმი და კონკრეტულად კი გარფილდის გმირი გაცილებით სერიოზულია და საერთო არაფერი აქვს ტობი მაგუაიერის პიტერ პარკერთან. ახალ ეკრანიზაციაში ვერ ვიხილავთ პიტერის საუკეთესო მეგობარ ჰარის და მის მამას ნორმან ოსბორნს, ასევე მერი ჯეინი უოტსონს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმში არ იქნება კადრები, სადაც ობობას ჰაერში გამოკიდული წითური გოგონას გადარჩენა მოუწევს. გარფილდის გმირის სიყვარულის ობიექტი გვენ სტეისი იქნება. ფილმი გარკვეულ ყურადღებას დაუთმობს პიტერის მშობლებს და მათი საქმიანობის ისტორიას ჩაეძიება. უარყოფით გმირად კი დოქტორი კურტ კონორსი იგივე ხვლიკი მოგვევლინება.

ობობას ახალი კოსტუმის ხილვა სურათებზეა შესაძლებელი. ბოლო ფოტოზე ჩანს, რომ პიტერი ქსელის სარტყოცნად აპარატს იყენებს, რაც ტობის ობობას არ სჭირდებოდა.










































"საოცარი ადამიანი-ობობას" სცენარი დაწერეს ჯეიმზ ვენდერბილტმა, სტივ კლოვსმა და ელვინ სერგენტმა. ენდრიუ გარფილდის გარდა ფილმში მონაწილეობენ ემა სტოუნი (გვენ სტეისი), რის იფანსი (დოქტორი კურტ კონორსი), მარტინ შინი (ბენ პარკერი), სელი ფილდი (მეი პარკერი) და დენის ლეარი (კაპიტანი ჯორჯ სტეისი).

ფილმი 2012 წლის 3 ივლისს გამოჩნდება კინოთეატრებში.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More