• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/22/2011

13 ჯუჯა პიტერ ჯექსონის "ჰობიტიდან"

ამ თვეში რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ეტაპობრივად გამოაქვეყნა "ჰობიტის" 13 ჯუჯის სურათები. როგორც ჩანს მან გადაწტვიტა არ მიებაძა წიგნისა და აქამდე გამოსული ანიმაციური ფილმისთვის და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები წარმოადგინა მათი სახით. სურათებს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაც მოჰყვა, რადგან ბევრმა მაყურებელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე ჩამოჰგავდა გარეგნულად გნომებს. 12-იდან 18 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ვებგვერდმა გამოაჩვეყნა ნორის, ორის, დორის, ოინის, გლოინის, ფილის, კილის, ბომბურის, ბიფურის, ბოფურის, ბალინის, დვალინის და ბოლოს მათი მეთაური თორინ მუხისფარის სურათები.





ნორი, ორი და დორი 

ეს სამი ძმა, ერთი და იმავე დედის შვილები, შეუძლებელია ყოფილიყვნენ უფრო განსხვავებულები ერთმანეთისგან. უფროსი, დორი, დროის უმეტესობას უმცროსზე, ორიზე მეთვალყურეობას უთმობს იმაში დასაწყმუნებლად, რომ არ გაციებულა ან გობლინებს და მგლებს არ მოუკლავთ. ზუსტად არავინ იცის თუ რას აკეთებს ნორი ყველაზე ხშირად, მხოლოდ იციან რომ ეს იქნება რაღაც ეშმაკური და სავსებით სავარაუდოა, რომ უკანონო. დორი, ნორი და ორი ერთამენეთის ერთგულები არიან და ამავე დროს ერთმანეთთან ბრძოლით ძალიან ერთობიან, მაგრამ ვაი მას ვინც გადაწყვეტს ერთ–ერთ ძმას რაიმე ავნოს.



ოინი და გლოინი

ეს ორი მამაცი ჩრდილოელი ჯუჯა, თორინ მუხისფარის შორეული ნათესავები, შეუერთდნენ მის კომპანიას ნათესავის ერთგულებისა და ფულის შოვნის მიზნით. ბომბურის გარდა, გლოინი ერთადერთი დაქორწინებული ჯუჯაა ამ ცამეტ გნომს შორის (რაც განპირობებულია ქალი ჯუჯების სიმცირით). მისი ცოლი გამორჩეულია თავისი სილამაზით, განსაკუთრებით თავისი მოხდენილი წვერით. გლოინი ახალგაზრდა გიმლის მამაა, რომელიც შემდგომში ცნობილი ბეჭდის საძმოს წევრი გახდება.



ფილი და კილი

ჯუჯათაგან ყველაზე უმცროსები, ფილი და კილი, დურინის სამეფოს შტოს წარმომადგენლები, მათი ბიძის, თორინ მუხისფარის მეთვალყურეობით იზრდებოდნენ. არცერთ მათგანს არ უმოგზაურია ასე შორს, ჯუჯათა ცნობილი ქალაქი ერებორიც კი არ უნახავთ. მათთვის მარტოსული მთისკენ მოგზაურობა თავგადასავალსა და აღტაცების საგანს წარმოადგენს. გაწვრთნილი მეომრები, ორივე ძმა გამოემგზავრენ ახალგაზრდობის დაუძლეველი სიმამაცით შეიარაღებული, ისე რომ არც უფიქრიათ რა ელოდათ წინ.



ბომბური, ბოფური და ბიფური
თორინ მუხისფარის კომპანიის წევრების უმეტესობისგან განსხვავებით, ბოფური, მისი ძმა ბომბური და მათი ბიძაშვილი ბიფური არ ეკუთვნიან დურინის სამეფო და დიდგვაროვნულ გვარს. დაბადებულნი და გაზრდილნი დასავლეთში, ისინი ნახშირის მემაღაროეების შთამომავლები არიან და მოგზაურ ჯუჯებს სიმდიდრის მოხვეჭისა და უფასო ლუდის გამო შეუერთდნენ.



ბალინი და დვალინი

ჯუჯა დიდებულები, ბალინი და დვალინი თორინის ახლო ნათესავები არიან. ამასთან მისი ყველაზე ერთგული და სანდო მეგობრები. მოხუცი მებრძოლი, ბალინს რთული დრო გადაუტანია და ბევრი ბრძოლაც გადაუხდია, მაგრამ მარტოსული მთის თავგადასავლის სისწორეში მაინც ეჭვი ეპარება.

დვალინს არ აქვს ასეთი წინათგრძნობები, რადგან თორინის მეთაურობის ურყევად სჯერა. ეს ძლიერი მეომარი არ ენდობა არავის ჯუჯების გარდა, განსაკუთრებით ელფებს.





თორინ მუხისფარი 

როდესაც ახალგაზრდა უფლისწული იყო, თორინი შეესწრო დიდი ცეცხლოვანი დრაკონის მიერ ჯუჯათა სამეფოს, ერებორის განადგურებას. თორინის ხალხისგან ბევრის დახოცვის შემდეგ, დრაკონი სმაუგი შევიდა მარტოსულ მთაში და მის მთელ სიმდიდრეს დაეპატრონა. ჯუჯებს არავინ დაეხმარა და მათაც გადახვეწა მოუწიათ. მრავალხნიანი სიძნელეების გადატანის შემდეგ, თორინი ძლიერი და უშიშარი მეომარი და პატივცემული მეთაური გახდა. მას სურდა სამშობლო დაებრუნებინა და გაენადგურებინა ურჩხული, რომელმაც მის ხალხს უბედურება მოუტანა. ასე, რომ როდესაც ბედისწერა ამის შანსს აძლევს, ის შურისძიებისთვის წამოიწყებს თავგადასავალს.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More