დარენ არონოვსკი გეგმავს გადაიღოს ფილმი ბიბლიურ პერსონაჟ ნოეზე. მან სურვილი გამოთქვა, რომ მთავარი როლი კრისტიან ბეილმა შეასრულოს. Vulture–ის ცნობით ოსკაროსან მსახიობს ნოეს განსახიერება შესთავაზეს. ფილმის ბიუჯეტი 130 მილიონს შეადგენს. თუ ბეილმა თანხმობა განაცხადა, მაშინ არონოვსკის პოზიციები საპროდიუსერო კომპანიებთან უფრო გამყარდება. თავიდან ფილმი 20th Century Fox–ის პატარა კომპანია New Regency–ის უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ამხელა ბიუჯეტიან ფილმს ვერ გასწვდა, ამიტომ ახლა Paramount, Summit და Fox იქნებიან პროექტის თანადამფინანსებლები.
ბეილი ამჟამად დაკავებულია კრისტოფერ ნოლანის "ბნელი რაინდის აღზევების" გადაღებებით. ამის შემდეგ ის მონაწილეობას მიიღებს ფილმში "უკანასკნელი ფოტოგრაფი", რომელშიც ასევე თამაშობს შონ პენი. ბეილი შეასრულებს კორესპონდენტის როლს. ავღანეთში ამერიკელების ერთ–ერთი თავდასხმის შემდეგ ის ერთადერი გადარჩენილი აღმოჩნდება. ამ ფილმის გადაღებები დაიწყება მაშინვე, როგორც კი ბეილი ბეტმენის მესამე ფილმზე მუშაობას დაასრულებს, თუმცა თუ ის ნოეს განსახიერებას დათანხმდება, მაშინ სურვილისამებრ შეძლებს ჯერ არონოვსკის ფილმით დაკავდეს.
აღსანიშნავია ისიც რომ ბოლო დროს ბეილი წვერით და გრძელი თმით საკმაოდ წააგავს არონოვსკის "ნოეს" გრაფიკულ გამოსახულებას, ამიტომ აქვე შემოგთავაზებთ ამ გრაფიკული ნოველის ტრეილერს:
0 კომენტარი:
Post a Comment