ტერენს მალიკის "სიცოცხლის ხე" ყველასგან განსხვავებული ფილმი გამოდგა. მან განავითარა ახლებური, უფრო ფილოსოფიური მიდგომა, რომელიც კადრების უჩვეულო სილამაზით გააგვირგვინა. თუმცა ამის მიუხედავად ფილმმა ურთიერთსაპირიპირო ემოციები გამოიწვია მაყურებელში, ზოგადად კინოკრიტიკოსების გული კი ნამდვილად მოიგო. დღეს უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეჟისორები კრისტოფერ ნოლანი და დევიდ ფინჩერი აფასებენ მალიკისეულ ხედვას, რეჟისორის გავლენას მათ ნამუშევრებზე, მსახიობთა შესრულებას და სხვა. ეს მოსაზრებები ყველა კინომოყვარულისათვის საინტერესო იქნება, ამიტომ მოისმინეთ ამ ორი რეჟისორის მოსაზრებები "სიცოცხლის ხის შესახებ". ასევე იხილეთ ჩვენი რეცენზია.
0 კომენტარი:
Post a Comment