მიუხედავად იმისა, რომ ოსკაროსანი "მფრინავი სახლი" (Up) ორი წლის წინ გამოვიდა, მაინც არ კარგავს აქტუალობას, რადგან ამ შემთხვევაში საქმე პიქსარს ეხება. ეს ანიმაციური ფილმი შესანიშნავია, თუმცა საინტერესოა მართლა დაფრინავენ თუ არა გასაბერ ბურთებზე გამობმული სახლები. ამის შემოწმება National Geographic TV-იმ სცადა გადაცემაში "How Hard Can It Be?" მათ ააგეს ისეთი სახლი, როგორიც კალს და ელის ჰქონდათ, შემდეგ მას თოკებით მიამაგრეს ჰელიუმით დაბერილი 300-მდე ბურთი და მხოლოდ იმის შემოწმებაღა დარჩათ მართლა შეიძლება თუ არა სახლით ფრენა. თქვენც კი შეგიძლიათ მზადების მთელი პროცესი და მძიმე შრომის შედეგი შემდეგ ვიდეოში იხილოთ.
მეორე ვიდეო კი იმისათვისაა, რომ თვალი კიდევ ერთხელ გადაავლოთ მთავარი გმირის ჰარმონიულ, ბედნიერ და ოცნებებით სავსე ცხოვრებას.
0 კომენტარი:
Post a Comment