"სიჩქარის" ფრანჩიზეს ბოლო სერია აპრილის ბოლოს გამოდის კინოთეატრებში, მანამდე კი Universil - მა გაავრცელა ფილმის ახალი ტრეილერი. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი. რაც შეეხება მსახიობთა გუნდს, როგორც ძველი, რომლებიც წინა სერიებში მონაწილეობდნენ, ისე ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან ფილმში და საბოლოდ მსახიობთა შემდეგი ჯგუფი ჩამოყალიბდა: ვინ დიზელი, პოლ უოლკერი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, კრის "ლუდაკრის" ბრიჯესი, ტაირის გიბსონი, სანგ კენგი, გელ გებოტი, მეთ შულცი, ტეგო კალდერონი, დონ ომარი, ესლსა პეტეკი და ჯუაკიმ დე ალმეიდა. თუ გამოსვლის თარიღაც გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს პროდიუსორები სარგებლებენ იმ ფაქტორით, რომ წლის დასაწყისში ფილმები ნაკლებად გამოდის და სერიოზული შემოსავალს უმიზნებენ. რაც შეეხება თავად ფილმს, ტრეილერი ასახავს ძარცვის და პოლიციისგან გაქცევის კადრებს და შესაბამისად ფილმისგან "მეხუთე სიჩქარე" უფრო მეტ საინტერესო მომენტს უნდა ველოდოთ. ახლა კი თქვენც შეაფასეთ ტრეილერი.
0 კომენტარი:
Post a Comment