20th Century Fox-მა გამოუშვა ახალი ტრეილერი ფილმისა "წყალი სპილოთათვის", რომელიც არის სარა გრუენის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია. მისი რეჟისორი ფრენსის ლოურენსია ("მე ლეგენდა ვარ"). ფილმში მთავარ როლს თამაშობს რობერტ პეტინსონი. მისი გმირი – ჯეიკობი ვეტერინარული სასწავლებლის უფულო და ახლადდაობლებული სტუდენტია, რომელიც მუშაობას მოხეტიალე ცირკში იწყებს. მას იქაური მსახიობი ქალი (რიზ უიზერსპუნი) უყვარდება, რომელიც ცირკის გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე მფლობელის (კრიტოფ ვოლცი) ცოლი აღმოჩნდება. ახალი ტრეილერი გვთავაზობს ბევრ ისეთ კადრს, რომელიც არ იყო პირველ ტრეილერში. ერთი შეხედვით ფილმი ვიზუალურად შთამბეჭდავია. მისი პრემიერა 22 აპრილს შედგება, ახლა კი საშუალება გეძლევათ თვითონ შეაფასოთ ტრეილერი.
0 კომენტარი:
Post a Comment