TheOneRing.net იუწყება, რომ New Line Cinema-მ პიტერ ჯექსონის ჰობიტის ფილმებისათვის ორი სახელი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთი ტოლკინის წიგნის თავდაპირველი დასახელების (The Hobbit, or There and Back Again) მცირე სახეცვლილებას წარმოადგენს. სავარაუდოდ პირველ ფილმს ერქმევა ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა, ხოლო მეორეს - ჰობიტი: იქით და აქეთ. ახალი სათაურები უკეთესად ჟღერს ვიდრე უბრალოდ I და II ნაწილი და ამავდროულად ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ნაკვალევს მიუყვება, რომლის ყოველ ნაწილს საკუთარი ქვესათაური ჰქონდა. ამასთანავე განსხვავებული სათაურები პრიკველებს ერთმანეთისაგან უკეთესად გამოარჩევს.
იან ჰოლმი არ დაბრუნდება ჰობიტის ეკრანიზაციაში? |
ჰობიტის გადაღებები 21 მარტს დაიწყება. პირველი ფილმი კინოთეატრებში 2012 წლის დეკემბერში გამოვა, ხოლო მეორე - 2013 წლის დეკემბერში.
0 კომენტარი:
Post a Comment