ინტერნეტში გავრცელდა აპოლონ 18-ის საერთაშორისო პოსტერი, მარკუს ნისპელის კონანის მოძრავ პოსტერთან ერთად. აპოლონ 18 მოგვითხრობს მთვარეზე გაშვებულ საიდუმლო მისიაზე, რომელიც სინამდვილეში სავარაუდოდ არ განხორციელებულა. თავდაპირველად აპოლონ 18-ის გამოსვლა 4 მარტისათვის იგეგმებოდა, მაგრამ უცხოპლანატელებზე გადაღებულ სხვა ფილმის, ბრძოლა: ლოს ანჯელესის გამო მისმა გამოსვლის თარიღმა აპრილის ბოლოსკენ გადაიწია. რაც შეეხება კონანს, ის წარმოადგენს არნოლდ შვარცნეგერის ფილმის რებუთს, რომელშიც თამაშობენ ჯეისონ მომოა, სტივენ ლენგი, რეიჩელ ნიკოლსი და რონ პერლმანი.
ქმემოთ მოცემულია აპოლონ 18-ის რუსული პოსტერი სინოპსისთან ერთად და ამასთანავე კონანის მოძრავი პოსტერი:
აპოლონ 18
ოფიციალური სინოპსისი:
კონანიოფიციალურად, აპოლონ 17, რომელიც გაუშვეს 1972 წლის 17 დეკემბერს, იყო მთვარეზე გაშვებული უკანასკნელი ხომალდი. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1973 წლის დეკემბერში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ორი კოსმონავტი გაუშვეს მთვარეზე საიდუმლო მისიით. რასაც ფილმში ნახავთ არის რეალური კადრები, რომლებიც კოსმონავტებმა გადაიღეს მთვარეზე. მიუხედავად იმისა, რომ NASA არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, სხვები ამბობენ, რომ ესაა ნამდვილი მიზეზი, რატომაც აღარ დავბრუნდით მთვარეზე.
აპოლონ 18 კინოთეატრებში 22 აპრილს გამოვა, ხოლო კონანი 19 აგვისტოს.
0 კომენტარი:
Post a Comment