რამდენიმე დღის წინ საქართველოს კინოთეატრებში შედგა მაიკლ ბეის ტრანსფორმერების ტრილოგიის მესამე ნაწილის, "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარის" პრემიერა. თვითონ შინაარსზე ბევრს არ დავწერ, ფილმში კვლავ გრძელდება ავტობოტებისა და დეცეპტიკონების დაპირისპირება და ამავდროულად ისევ წინა პლანზეა წამოწეული აშშ-ის მთავრობის უნდობლობა ავტობოტების მიმართ. ასე რომ სიუჟეტის განვითარებისამებრ ეს დაპირისპირება უფრო ემსგავსება ბრძოლას ადამიანებსა და რობოტებს შორის. საინტერესო იყო ფილმში დოკუმენტური მასალის გამოყენებაც, რომელზეც აღბეჭდილნი იყვნენ პრეზიდენტი კენედი და ამერიკელი ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი.
რეცენზიის სპეც–ეფექტებით დაწყება შეიძლება მთლად სწორი არ არის, მაგრამ მაიკლ ბეის შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლოვაში რეჟისორმა დაამტკიცა, რომ ამ მხრივ მას ბადალი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს ხშირად აკრიტიკებენ მისი ფილმების სიუჟეტის გამო, თითქმის ყველა თანხმდება, რომ ბეის შემოქმედება ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სასიამოვნოდ სანახავია, მითუმეტეს პირველი ტრანსფორმერების გამოსვლის შემდეგ. "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარის" სპეც–ეფექტები და აფეთქებებიც ნამდვილად არ ჩამორჩებოდა ბეის სტილსა და ოსტატობას.
ცალკე საკითხია შაია ლაბეფი (სემი) და როზი ჰანტინგტონ-უაითლი (ქერლი). ლაბეფი ნამდვილად არ ყოფილა ცუდი, პირიქით ერთ-ერთი საუკეთესოც კი ფრენჩაიზში. როზისა და მეგან ფოქსის შედარება ცოტა ძნელი თემაა. ჩემი აზრით მეგანი მსახიობი მაინც იყო, სამაგიეროდ როგორც ვიქტორია სეკრეტის მოდელს, ჰანტინგტონს უფრო გრძელი ფეხები აქვს და ბეისაც მეტი რა უნდოდა. ფილმის უკანასკნელ წუთებამდე ის მხოლოდ რეჟისორის შესანიშნავი გემოვნების დემონსტრირებას ახდენდა, ბოლოს კი ისეთი რამ გააკეთა, რომ ფაქტიურად მთელი დედამიწა იხსნა. კიდევ ერთი რამ, რაც მის შესახებ არ მომეწონა იყო ის, რომ სემს ყოველ წუთს ქერლის გადარჩენა უწევდა (ადამიანი-ობობასა და მერი-ჯეინს ჰგავდნენ სემ რეიმის ტრილოგიიდან) და ჩიკაგოშიც არა სამყაროს, არამედ თავისი შეყვარებულის მხსნელად მოგვევლინა.
მოკლედ, რომ ვთქვა "მთვარის ბნელი მხარე" არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორიც "ფოლენის შურისძიება", თუმცა ვერც პირველი სერიის დონემდე აღწევდა ძირითადად ადამიან პერსონაჟებისა და სიუჟეტის წუნის გამო.
საბოლოო შეფასება
2.5/5 |
3 კომენტარი:
The epic battles and advanced technology showcased in Transformers: Dark of the Moon remind us of the importance of precision and innovation, much like creating a professional website. A well-developed website can serve as your business's "Autobot," navigating the complexities of the digital world.
Just as Transformers: Dark of the Moon blends action, technology, and storytelling, a professionally built website combines design, functionality, and innovation to deliver a powerful experience.
The fusion of real-life historical footage with thrilling robot battles in Transformers: Dark of the Moon showcases the importance of creativity and integration. Similarly, a custom-built website seamlessly combines design and functionality to captivate users.
Post a Comment