გამოვიდა ახალი ჯაშუშური თრილერის, "თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუშის" ახალი საერთაშორისო ტრეილერი. რეჟისორ თომას ანდერსონის ფილმი დაფუძნებულია ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების წიგნზე. ფილმის ყველაზე მიმზიდველი მხარე სამსახიობო ჯგუფია, რომელშიც შედიან გერი ოლდმენი, ოსკაროსანი კოლინ ფერთი, ტომ ჰარდი, მარკ სტრონგი და სხვები. ოლდმენი შეასრულებს MI6–ის აგენტის, ჯორჯ სმაილის როლს, რომელიც მთავარი პერსონაჟია ჯონ ლე კარეს რიგ წიგნებში. ფილმში ის შეეცდება გამოამჟღავნოს რუსებისთვის მომუშავე ორმაგი აგენტი. "თოქმაჩი, თერძი, ჯარისკაცი, ჯაშუშის" პრემიერა ბრიტანეთის კინოთეატრებში 16 სექტემბერს შედგება. უკვე ვარაუდობენ, რომ ფილმი ოსკარის ერთ–ერთი კანდიდატია.
0 კომენტარი:
Post a Comment