ცოტა ხნის წინ კინოთეატრ რუსთაველში შედგა მარველის კომიქსებზე დაფუძნებული ფრენჩაიზის, იქს–ადამიანების კიდევ ერთი ფილმის, "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" პრემიერა. ფილმის რეჟისორია მეთიუ ვონი, რომელიც აქამდეც ძალიან ახლოს იყო "იქს–ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლის" სარეჟისორო სკამთან, თუმცა გადაღების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ის ბრეტ რატნერით შეცვალეს. მთავარ პერსონაჟებს, ერიკ ლენშერსა (მაგნეტო) და ჩარლზ იქსავიერს (პროფესორი იქსი) განასახიერებენ მაიკლ ფასბენდერი და ჯეიმს მაკევოი. ფილმში ასევე მონაწილეობენ კევინ ბეიკონი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი და სხვები.
ფილმი იწყება იმ სცენით, რომელშიც ერიკს აცილებენ თავის მშობლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვონმა ეს სცენა თავიდან გადაიღო, ის ძალიან ჰგავს ანალოგიურ სცენა პირველი იქს–ადამიანებიდან. აღსანიშნავია, რომ ვონმა ამ სცენაში ასევე გამოიყენა რამდენიმე კადრი სინგერის "იქს–ადამიანებიდან". ძალის გამოვლენის შემდეგ ის ნაცისტი ოფიცერის სებასტიან შოუს ყურადღების ქვეშ ექცევა, რომელიც მას ტკივილისა და ტრამვის მეშვეობით აიძულებს თავისი ძალები გამოიყენოს. სიუჟეტი შემდეგ მოგვითხრობს ახალგაზრდა ჩარლზისა და ერიკის შესახებ. პირველი მათგანი წარმატებული პროფესორია, მეორე კი კვლავ სებასტიან შოუზე ნადირობს.
სიუჟეტი ვითარდება 60–იან წლებში, ცივი ომის პერიოდში, თუმცა დიალოგებში ეს მაინცდამაინც არ იგრძნობა და თანამედროვეს უფრო ემგვანება. ფილმს სიძველის ელფერი მხოლოდ შემდგომში ეძლევა კენედის გამოსვლების ვიდეოჩანაწერისა და სამხედროების (განსაკუთრებით რუსების) გამოჩენისას.
პროფესორი იქსი |
მაგნეტო "პირველ კლასში" |
სამაგიეროდ სურათის ერთადერთ მნიშვნელოვან უარყოფით მხარეს წარმოადგენენ დამხმარე პერსონჟები. ახალგაზრდა მუტანტები (მისტიკის გამოკლებით) სიუჟეტში მხოლოდ იმისთვის არიან ჩართულნი, რომ იქს–ადამიანებები გუნდია, რომლის წევრებიც ექშენის სცენებისთვის არიან საჭირონი. მოკლედ მეთიუ ვონს ახალი პერსონაჟების შემოყვანა არ გამოუვიდა, მათ შორის ემა ფროსტისაც. კომიქსში ის საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია იმით, რომ დგება ჯინ გრეისა და ციკლოპს შორის. ამ ორი გმირის არ ყოფნამ კი ფროსტი უინტერესო პერსონაჟად აქცია. ერთადერთი დატვირთვა, რაც ვონმა ჯენუარი ჯონსზე გააკეთა, იყო მაყურებლების მოზიდნა მსახიობის გარეგნობითა და ჩაცმულობით. კიდევ ორი საინტერესო პერსონჟია CIA-ის აგენტი მოირა მაკტაგერტი და სებასტიან შოუ. საწყის კადრებში კევინ ბეიკონის მიერ განსახიერებული სს–ის ოფიცერი სებასტიან შოუ აუცილებლად მოგაგონებთ კრისტოფ ვალცს ტარანტინოს "უსახელო ნაბიჭვრებიდან".
ემა ფროსტი და სებასტიან შოუ |
საბოლოო შეფასება
4/5 |
მოგვიწონეთ Facebook-ზე
0 კომენტარი:
Post a Comment