სტივენ სპილბერგის ახალი სამხედრო ფილმის "საბრძოლო ცხენის" პირველი ტრეილერი უკვე დაიდო ინტერნეტში. აქამდე Dreamworks-ს უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული რამოდენიმე სურათი ფილმიდან და მისი გადაღებებიდან. ფილმი დაფუძნებულია მაიკლ მორპურგოს ამავე სახელწოდების საბავშვო ნოველაზე და მოგვითხრობს ცხენის, ჯოის შესახებ, რომელიც გაყიდვის შემდეგ მოხვდება პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე. მთავარ გმირს, ალბერტს განასახიერებს ახალბედა ჯერემი ირვინი. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემილი უოტსონი, პიტერ მულანი, დევიდ თეულისი და სხვები. ტრეილერის შემდეგ წაიკითხეთ ფილმის ოფიციალური სინოფსისი. ფილმი ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა და ის წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
ოფიციალური სინოფსისი:
"საბრძოლო ცხენი" იწყება ცხენის, სახელად ჯოის და მისი მწვრთნელის, ახალგაზრდა ალბერტის შესანიშნავი მეგობრობით. მას შემდეგ, რაც მათ ძალით დააშორებენ, სიუჟეტი მოგვითხრობს ცხენის არაჩვეულებრივი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ცვლის ყველას ცხოვრებას, ვისაც ამ პერიოდში შეხვდა: ბრიტანელი კავალერისტის, გერმანელი ჯარისკაცების, ფრანგი ფერმერისა და მისი შვილიშვილის. ცხენმა მოგზაურობის დროს გამოცადა პირველი მსოფლიო ომი თავისი მთელი სისასტიკით. სიხარულის და სევდის ოდისეა, ომის და მეგობრობის ისტორია.
0 კომენტარი:
Post a Comment