• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/16/2011

“მაიმუნების პლანეტის აღზევება” – ტიზერ ტრეილერი

ოთხი დღის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ენდი სერკისის კეისრის რამდენიმე წამიანი ნაწყვეტი მაიმუნების პლანეტის აღზევებიდან, ახლა კი 20th Century Fox-მა გამოაქვეყნა პირველი ტიზერ ტრეილერი. მაიმუნების პლანეტის აღზევება 1968 წლის “მაიმუნების პლანეტის” პრიკველია და მოგვითხრობს ადამინის ექსპერიმენტების მეშვეობით თუ როგორ განუვითარდათ ინტელექტი მაიმუნებს და კეისრის მეთაურობით როგორ წამოიწყეს აჯანყება, რომელმაც დედამიწა საბოლოოდ მაიმუნების პლანეტად აქცია. ეს არ არის პირველი ფილმი, რომელშიც ჩვენ ვნახავთ მაიმუნების მიერ დედამიწის დაპყრობას. 1972 წლის ფილმის მაიმუნების პლანეტის დაპყრობაშიც იგივე სიუჟეტია ერთი განსხვავებით. მასში კეისარი წარსულში გადმოსული მაიმუნების კორნელიუსისა და ზირას შვილია, ახალ პრიკველში კი კეისარი მეცნიერული ექსპერიმენტებით იქმნება.



ფილმში მთავარ როლს ამ წლის ოსკარის ნომინანტი და წამყვანი ჯეიმს ფრანკო ასრულებს. მისი პერსონაჟი უილ როდმენი მეცნიერია, რომელიც მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით ცდილობს მიაგნოს ალცჰაიმერის დაავადებისაგან განსაკურნებელ წამალს. მოულოდნელად, მისი კვლევის ერთერთ საგანს, კეისარს ადამიანური ინტელექტი ჩამოუყალიბდება და მაიმუნების მონობისაგან განთავისუფლებას გადაწყვეტს. აქედან იწყება ომი ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. წინა ნაწილებისაგან განსხვავებით, მაიმუნების პლანეტის აღზევებაში მაიმუნები კომპიუტერული ეფექტებით იქნებიან შექმნილები motion capture-ის გამოყენებით. მის ეფექტებზე პიტერ ჯექსონის კომპანია Weta Digital (ბეჭდების მბრძანებელი, ავატარი) მუშაობს და ალბათ საკმაოდ ხარისხიან შედეგს უნდა მოველოდეთ. ფრენკოს გარდა ფილმში ასევე თამაშობენ ფრეიდა პინტო, ბრაიან კოქსი, ტომ ფელტონი და ჯონ ლითგოუ. რაც შეეხება ფილმის მთავარ მაიმუნს კეისარს, მის როლს თვით კინგ კონგი ენდი სერკისი ასრულებს. მაიმუნების პლანეტის აღზევება კინოთეატრებში 5 აგვისტოს გამოვა.

ქვემოთ იხილეთ ფილმის ოფიციალური სინოპსისი და პოსტერი:

ჯანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა
სტუდია: 20th Century Fox
დახასიათება:
მაიმუნების პლანეტის აღზევებაში მოქმედება ხდება თანამედროვე სან-ფრანცისკოში და მოგვითხრობს იმ ომის წარმოშობას, რომელმაც დედამიწა მაიმუნების პლანეტად აქცია. სპეცეფექტების ოსკაროსანი გუნდი, რომელმაც გააცოცხლა ავატარისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყარო, იღებს ყველაზე ამბიციურ გამოწვევას და პირველად ქმნის არაადამიან კომპიუტერულ პერსონაჟს, რომელიც გვთავაზობს დრამატულ შესრულებას ნამდვილი ემოციითა და ინტელექტით.
მსახიობები: ჯეიმს ფრანკო, ფრეიდა პინტო, ჯონ ლითგოუ, ბრაიან კოქსი, ტომ ფელტონი, და ენდი სერკისი
რეჟისორი: რუპერტ ვიატი
სცენარი: რიკ ჯაფა & ამანდა სილვერი


0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More