• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/18/2011

"თორის" პირველი შეფასებები

მარველის ახალი ფილმის, "თორის" მსოფლიო პრემიერა 21 აპრილს ავსტრალიაში შედგება, ხოლო ამერიკაში მას 6 მაისს იხილავენ. მიუხედავად ამისა Paramount/Marvel Studios-მა რამდენიმე ცნობილ კინოსაიტს უფლება დართო ფილმი კინოთეატრებში გამოსვლმადე რამოდენიმე კვირით ადრე ენახა და რასაკვირველია მათი მხრიდან მიმოხილვებმაც არ დააყოვნა. სურათის რეჟისორი კენეტ ბრანაა და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არა სუპერგმირზე არამედ სკანდინავიელ ღმერთზე მოგვითხრობს, როგორც ჩანს ის ძალიან არ განსხვავდება მარველის სხვა ფილმებისაგან. ჩვენთან თორი ალბათ მაისის შუა რიცხვებამდე არ გამოჩნდება, ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებული მოსაზრებების კონსენსუს, რათა უკეთ ვიცოდეთ, რას უნდა მოველოდოთ ფილმისგან.
*ფილმის მთავარ პერსონაჟის თორის შემსრულებელი კრის ჰემსვორთი აბსულიტურად ყველას ქებასა და მოწონებას იმსახურებს. Collider მას რობერტ დაუნი უმცროსის შესრულებასაც კი ადარებს და ავსტრალიელ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
*მეორეხარისხოვანი მსახიობებიდან ყველაზე მეტად ტომ ჰიდლსტონი გამოარჩიეს. მისი ლოკი ისეთი ანტაგონისტების გვერდზეც კი დააყენეს, როგორებიცაა აგენტი სმიტი, დართ ვეიდერი და გენერალი ზოდი. სამწუხაროდ სიფი და სამი მეომარი ნაკლებად იყო ფილმში გამოყენებული, სამაგიეროდ ყველასათვის მოულოდნელად ბიფროსტის ხიდის მცველს, ჰეიმდალს დაეთმო საკმარისო დრო და როგორც იუწყებიან იდრის ელბამ მასზე დაკისრებულ მოვალეობას საკმაოდ კარგად გაართვა თავი. ნატალი პორტმანსა და ენტონი ჰოპკინსზე ალბათ კომენტარის გაკეთება არცაა საჭირო, რადგან მათგან უარყოფითს ალბათ არავინ მოელოდა და როგორც ჩანს, იმედები არც გაგვიცრუვდება.
*ფილმის საბრძოლო სცენები და ვიზუალური ეფექტები მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ საბოლოო ბრძოლა საკმაოდ არადამაყმაყოფილებელია.
*დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მას ფილმის სუსტ წერტილად თვლის, ზოგის აზრით კი ის უფრო საინტერესო იყო ვიდრე ასგარდი.
*ასგარდი ისეთივე მშვენიერია, როგორიც ღმერთების სამყოფელს შეეფერება. ფილმის შემადგენელი დანარჩენი კომპონენტებიც (კოსტუმები, ა.შ) ასევე კარგადაა გაკეთებული და მთლიანობაში ასგარდს დამაჯერებელსა და რეალურს ხდის.
*ახლა რაც შეეხება Easter Egg-ს. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო ქამეო გველოდება ფილმის ბოლოს, კრედიტების შემდეგ, მაგრამ ალბათ (და საუბედუროდ) "რკინის კაცი 2–ის" მსგავსად დიდ ეკრანებზე მისი ხილვაც არ გვეღირსება.
*და ბოლოს 3D-ის დროც მოვიდა. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე თორი პირდაპირ 3D–ში არ გადაუღიათ, არამედ გადაღებების შემდეგ გადაიყვანეს. ეტყობა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მართალია თორი (3D-ის ხარისხით) არ არის "ტიტანების შერკინება", მაგრამ "ავატარამდე" და "ტრონამდე" ბევრი უკლია.
Rotten Tomatoes-ზე ამ დროისათვის ფილმს 9 შეფასებიდან 8 დადებითი (89%) შეფასება აქვს და როგორც ჩანს წინ ძალიან საინტერესო და გასართობი ფილმი გველის.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More