მას შემდეგ, რაც სუპერმენის პროდიუსერმა და ე.წ "ნათლიამ", კრისტოფერ ნოლანმა რეჟისორის სავარძელი ზაკ სნაიდერს არგუნა, დაიწყო მომავალი ფილმის სამსახიობო გუნდზე ფიქრიც. პირველი, ვინც როლზე დაამტკიცეს იყო "ტიუდორების" ვარსკვლავი ჰენრი კავილი, რომელიც შეასრულებს სუპერმენს/კლარკ კენტს. ამას მოჰყვა ჭორები კიდევ ორი მსახიობის შესახებ. Deadline-მა გამოაქვეყნა სტატია, რის მიხედვითად Warner Bros. და Legendary Pictures დაინტერესებული არიან ფილმში მოიწვიონ კევინ კოსტნერი. უარყოფითი გმირის, გენერალი ზოდის როლზე განიხილება ვიგო მორტენსენი.
Warner. Bros.-მა კი ახლახანს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კევინ კოსტნერის ცოლს, მართა კენტს ითამაშებს დაიან ლეინი. ლეინმა 2002 წელს ფილმისთვის "ორგული" დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, სადაც მან ითამაშა რიჩარდ გირთან ერთად. წინა წელს კი მან ასევე მთავარი როლი შეასრულა ბიოგრაფიულ სურათში "სამდივნო".
ზაკ სნაიდერმა ლეინის შესახებ განაცხადა:
ეს ჩემთვის კასტინგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მართა კენტი არის ქალი, რომლის მორალურმა ღირებულებებმა ჩამოაყალიბა ადამიანი, რომელსაც ვიცნობთ სუპერმენის სახელით.
ცნობილია, რომ დევიდ ს. გოიერის სცენარი, რომელიც დაფუძნეულია ნოლანისა და გოიერის ამბავზე არ მოგვითხრობს სუპერმენის წარმოშობის შესახებ, თუმცა მის გამზრდელ მშობლებს სიუჟეტში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი უჭირავთ.
ფილმის პროდიუსერები არიან დებორა სნაიდერი, კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი და ჩარლზ როვენი. პრემიერის შესაძლო თარიღად სახელდება 2012 წლის დეკემბერი.
0 კომენტარი:
Post a Comment