2010 წელს სილვესტერ სტალონემ თავისი ფილმისათვის "The Expendables" შეკრიბა 90–იანი წლების მთელი თანავარსკვლავედი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების გული ვერ დაიპყრო სტალონე მაინც აპირებს ფილმის გაგრძელების გადაღებას, რომლის სამსახიობო შემადგენლობას უფრო დიდი სახელები შეემატება. სტალონე, რომელმაც წინა ფილმით ოქროს ჯოლოს ნომინაცია "დაიმსახურა", ამჯერად რეჟისორად აღარ მოგვევლინება და მის სკამს საიმონ ვესტი დაიკავებს (ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი, მექანიკოსი). პირველი ფილმიდან გაგრძლებაში უკლებლივ ყველა მსახიობი ბრუნდება, რომელთაც ასევე შეუერთდებიან ჯან–კლოდ ვან დამი, ჩაკ ნორისი და სკოტ ადკინსი (დაუმარცხებელი II & III).
ვან დამი და ადკინსი უარყოფითი გმირებს ითამაშებენ, ხოლო ჩაკ ნორისს, ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ქამეო ერგება წილად. რაც შეეხება ბრიუს უილისსა და არნოლდ შვარცნეგერს, მათი გმირების მნიშვნელობა იზრდება და უილისი სავარაუდოდ ფილმის მთავარ ანტაგონისტად მოგვევლინება. ფილმში როლი ჩინელ მსახიობს, დონი იენსაც (გმირი, იპ მენი) შესთავაზეს, მაგრამ მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მიუხედავად უკვე საკმაოდ გადაჭედილი სამსახიობო გუნდისა, სტალონე და ვესტი გაჩერებას არ აპირებენ და ფილმში ჯონ ტრავოლტას, ნიკოლას ქეიჯის, კრისტოფერ ლამბერტის, კრისტიან სლეიტერისა და ტეილორ ლოტნერის გადაღებაც სურთ. სავარაუდოდ ამ უკანასკნელს ფილმში ვერ ვიხილავთ, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ ფილმში ლაიამ ჰემსვორთი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სნაიპერის როლში მოგვევლინება.
ფილმის გადაღებები ბულგარეთში დაიწყება და ამერიკის კინოთეატრებში 2012 წლის 17 აგვისტოს გამოვა.
0 კომენტარი:
Post a Comment