• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - რეცენზია

მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" - ტრეილერი და სურათები

გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.

სტივენ სპილბერის "საბრძოლო ცხენი" - პირველი ტრეილერი

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

"ბნელი რაინდი: აღზევება" - სამსახიობო გუნდი

კრისტოფერ ნოლანი კრებს სამსახობო გუნდს ბნელი რაინდის ტრილოგიის დასასრულისათვის. ფილმის მუდმივ მსახიობებს „დასაწყისის“ სამი მსახიობიც შეუერთდება.

9/25/2011

მაიკლ ფასბენდერი "რობოკოპის" რემეიქში?

ამ წლის მარტში, დარენ არონოვსკის პროექტიდან წასვლის შემდეგ "Robocop-ის" რეჟისორად ბრაზილიელი ხოსე პადილა მოგვევლინა. პადილამ და ჯოშ ზეტუმერმა სცენარის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა ამ კვირას დაასრულეს და ფილმის გადაღებების დაწყებას მარტისათვის აპირებენ. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უკვე დაიწყეს მთავარი გმირის, ალექს მერფის როლის შემსრულებლის ძიება, რომელიც 1987 წლის ფილმში პიტერ ველერმა ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ MGM მთავარ როლზე ტომ კრუზს, ჯონი დეპს, კიანუ რივზსა და კრის პაინს განიხილავდა, როგორც ჩანის პადილამ არჩევანი სულ სხვაზე გააკეთა. აი რა განაცხდა მან Globo-სთან ინტერვიუში:
"ჯერ ძალიან ადრეა და ამიტომ არაფრის თქმა არ შემიძლია. მაგრამ რამდენიმე მსახიობს ნადმვილად განვიხილავ, მათ შორისაა მაიკლ ფასბენდერი, რომელსაც მალე შევხვდები და შესაძლებელია, რომ რობოკოპი მან ითამაშოს."
მაიკლ ფასბენდერი "იქს–ადამიანები: პირველ კლასში"
აქამდე დასახელებულ მსახიობებთან შედარებით ფასბენდერი საუკეთესო კანდიდატურაა რობოკოპის როლისათვის, და ალბათ MGM–საც მოსწონს პადილას გადაწყვეტილება, რადგანაც ბოლო წლებში "უსახელო ნაბიჭვრებმა" და "იქს–ადამიანები: პირველმა კლასმა" ფასბენდერი საკმაოდ მოთხოვნად მსახიობად აქცია ჰოლივუდში.

ფილმის საკუთარ ვერსიასთან დაკავშირებით კი პადილამ ჰოლანდიურ საიტ Film1-თან შემდეგი რამ განაცხადა:
"მომწონს [ვერჰოვენის] "რობოკოპის" მკვერთად გამოხატული პოლიტიკური ტონი და ვფიქრობ, რომ ასეთი ფილმი ახლა აუცილებელია. მაგრამ მე არ ვაპირებ გავიმეორო ის, რაც ასე ნათლად და კარგად გააკეთა ვერჰოვენმა. არამედ შევეცდები გადავიღო ფილმი იმ თემებზე, რომლებსაც ვერჰოვენი არ შეხებია. როგორ შეეგუება ადამიანი რობოტად გადაქცევას? რა განსხვავებაა ამდამიანისა და რობოტის განვითარებას შორის? რა არის თავისუფალი ნება? რას ნიშნავს თავისუფალი ნების დაკარგვა? ვფიქრობ, რომ ეს [საინტერესო] თემებია."
როგორც ჩანს პადილა ცდილობს ორიგინალი პირდაპირ არ დააკოპიროს, და მისი ვერსია ვერჰოვენისგან განსხვავებით უფრო მთავარ გმირის შესახებ იქნება და ნაკლებად მის სოციალურ კომენტარზე.

ქვემოთ იხილეთ 1987 წლის "რობოკოპის" ოფიციალური სინოპსისი და ტრეილერი.
"ფილმის მოქმედება ვითარდება დეტროიტში, ახლო მომვალში. დეპარტამენტი გადაწყვეტს პოლიცელი, რომელიც მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს, გადააქციოს ნახევრად–ადამიან და ნახევრად–რობოტ სუპერ პოლიციელად. რობოკოპი დაუმარცხებელია და რამდენიმე კვირაში დეტროიტის ქუჩებს დანაშაულისაგან წმენდს. მიუხედავად ამისა რობოკოპის ადამიანურ მხარეს წარსული ტანჯავს და თავის მკვლელებზე შურისძიება სურს."

9/22/2011

ნიკოლას ქეიჯი "ვამპირია"

ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ვამპირული ისტორიები ზედმეტად პოპულარული გახდა. განსაკუთრებით ამერიკაში გიჟდებიან ყველაფერზე, რაც ვამპირებს ეხება, თუმცა ამ დრომდე არ იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ჰოლივუდში მოღვაწეობს ვამპირი სახელად ნიკოლას ქეიჯი. ამას ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, რომ არ ფოტო, რომელიც eBay-ზე გამოჩნდა, სახელწოდებით "ნიკოლას ქეიჯი ვამპირია". ფოტო დაახლოებით 1870 წელსაა გადაღებული ტენისში. მისმა სიეტლელმა მფლობელმა დაწერა, რომ ამ ფოტოს გამოქვეყნება ნიშნავდა ყველასთვის ეჩვენებინა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავს ნიკ ქეიჯს.
პირადად მე მჯერა, რომ ის [ქეიჯი] არის და რომ მოსიარულე მკვდარი / ვამპირი ან სხვა ვინმეა, რომელიც საკუთარ თავს ყოველ 75 წელიწადში ერთხელ აცოცხლლებს / ხელახლა ქმნის. დღეიდან 150 წლის შემდეგ, ის შეიძლება პოლიტიკოსად ან თოქ–შოუს წამყვანად მოგვევლინოს.

მფლობელი სურათს 1 მილიონ დოლარად აფასებს და ირწმუნება, რომ ფოტო ნამდვილია და მასზე ასახული ადამიანი ცხოვრობდა ბრისტოლში სამოქალაქო ომის დროს. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ფოტოს შესყიდვის 78 მსურველი გამოჩნდა, თუმცა გამყიდველმა ყველა უარით გაისტუმრა, თუმცა ამ დროისთვის ფოტო უკვე მოხსნილია eBay-დან. კითხვაზე ნიკოლას ქეიჯი, რომ ყოფილიყავი მივიღებდით თუ არა ფასდაკლებას, ფოტოს სიეტლელი მფლობელი პასუხობს – 25 პროცენტიანს. ის ასევე ხსნის ყველა იმ მიზეზს, რატომ ბერდება ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი. მისი აზრით ქეიჯი იცხოვრებს 70 ან 80 წლის ასაკამდე, შემდეგ ჩვენ გვეგონება, რომ ის მოკვდა, ხოლო სინამდვილეში კვლავ დაიწყებს სხვა ახალ ცხოვრებას. თუმცა მისი აზრით ნიკს მომავალ ცხოვრებაში საკმაოდ გაუჭირდება, რადგან ბევრი მიამსგავსებს წარსულში ცნობილ ამერიკელ მსახიობს.

The Expendables 2 – ახალი მსახიობები

2010 წელს სილვესტერ სტალონემ თავისი ფილმისათვის "The Expendables" შეკრიბა 90–იანი წლების მთელი თანავარსკვლავედი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების გული ვერ დაიპყრო სტალონე მაინც აპირებს ფილმის გაგრძელების გადაღებას, რომლის სამსახიობო შემადგენლობას უფრო დიდი სახელები შეემატება. სტალონე, რომელმაც წინა ფილმით ოქროს ჯოლოს ნომინაცია "დაიმსახურა", ამჯერად რეჟისორად აღარ მოგვევლინება და მის სკამს საიმონ ვესტი დაიკავებს (ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი, მექანიკოსი). პირველი ფილმიდან გაგრძლებაში უკლებლივ ყველა მსახიობი ბრუნდება, რომელთაც ასევე შეუერთდებიან ჯან–კლოდ ვან დამი, ჩაკ ნორისი და სკოტ ადკინსი (დაუმარცხებელი II & III).


ვან დამი და ადკინსი უარყოფითი გმირებს ითამაშებენ, ხოლო ჩაკ ნორისს, ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ქამეო ერგება წილად. რაც შეეხება ბრიუს უილისსა და არნოლდ შვარცნეგერს, მათი გმირების მნიშვნელობა იზრდება და უილისი სავარაუდოდ ფილმის მთავარ ანტაგონისტად მოგვევლინება. ფილმში როლი ჩინელ მსახიობს, დონი იენსაც (გმირი, იპ მენი) შესთავაზეს, მაგრამ მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მიუხედავად უკვე საკმაოდ გადაჭედილი სამსახიობო გუნდისა, სტალონე და ვესტი გაჩერებას არ აპირებენ და ფილმში ჯონ ტრავოლტას, ნიკოლას ქეიჯის, კრისტოფერ ლამბერტის, კრისტიან სლეიტერისა და ტეილორ ლოტნერის გადაღებაც სურთ. სავარაუდოდ ამ უკანასკნელს ფილმში ვერ ვიხილავთ, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ ფილმში ლაიამ ჰემსვორთი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სნაიპერის როლში მოგვევლინება.

ფილმის გადაღებები ბულგარეთში დაიწყება და ამერიკის კინოთეატრებში 2012 წლის 17 აგვისტოს გამოვა.

9/20/2011

კინოშემოსავლების მიმოხილვა. 19.09.2011

სექტემბრის მესამე კვირის ბოლოს ამერიკული კინოგაქირავების ლიდერი სტუდია "დისნეი" ხდება, რომელმაც "მეფე ლომის"("The Lion King (in 3D)") ხელახლა 3D რეალიზაციით 29,3 მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

ჩვიდმეტი წლის წინ შექმნილი პოპულარული ანიმაციური ფილმი, რა თქმა უნდა, 3D -ის გარეშე ამდენი ადამიანის ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. როგორც ჩანს ხალხი მზადაა 3 განზომილებაში გადაყვანილ ძველ ფილმებშიც გადაიხადოს ფული. ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან ჯორჯ ლუკასი და კეიმს კამერონი და ახლო მომავალში "ვარსკვლავური ომების" და "ტიტანიკის" 3D  ვერსიას გამოუშვებენ.

რაც შეეხება "მეფე ლომს" 1994 წელის შემდეგ მან 825,7 მილიონი მოაგროვა და წელს შესაძებელია მისი შემოსავალი მილიარდ დოლარსაც გადასცდეს. მაშინ ეს "დისნეის" მეოთხე ფილმი იქნება "სათამაშოების ისტორია 3-ის', "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" და "ალისა საოცრებათა ქვეყანაშის" შემდეგ, რომელმაც 3D-ის წყალობით მილიარდიზე მეტი მოუტანა ფილმს.

შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე სტივენ სოდელბერგის ვარსკვლავებით გაჭედილი ფილმი "ინფექცია" ("Contagion"), რომელმაც Warner Brothers 14,4 მილიონი მოუტანა, მთლიანობაში კი ამ დროისთვის 44 მილიონი დოლარი. სტუდია მეტს მოელის ფილმისგან, რომლის ბიუჯეტიც 60 მილიონი დოლარია. თუ სამსახიობო გუნდს გავითვალისწინებთ, რომელიც მოიცავს მეთ დეიმონს, გვინეტ პელტროუს, ქეით უინსლეტს, ჯუდ ლოუს, მარიონ კოტიარსა და ლოურენს ფიშბერნს, ფილმი სტუდიას არ გააწბილებს.

გემოვნებიანი მაყურებლის გულს კი ნამდვილად "დრაივი" ("Drive") მოიგებს. ფილმმა კვირის ბოლოს 11 მილიონი შემატა თავის საერთო შემოსავალს. გასათვალისწინებელია ის, რომ ფილმი სათაურის მიუხედავად სულაც არ არის ექშენით გაჟღენთილი და მისგან მეორე სიჩქარესა და ფორსაჟს არ უნდა ველოდეთ. ფილმის მთავარი გმირი რაიან გოსლინგი კი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და ეს წელიც მისთვის წარმატებელი გამოდგა. მსახიობი, რომელიც "უბის წიგნაკით"("The Notebook") გახდა ცნობილი, ზაფხულში მაყურებელმა უკვე იხილა რომანტიკულ კომედიაში "გიჟური, სულელური სიყვარული" ("Crazy, Stopid, Love"), ასევე მთავარ როლი შეასრულა ჯორჯ ქლუნის პოლიტიკურ დრამაში "მარტის იდები" ("The Ides of March").


რამოდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობის შემდეგ "მოსამსახურე" ("The Help") მეოთხე ადგილს იკავებს. მისმა შემოსავალმა 6.4 მილიონი შეადგინა და 25 მილიონიანმა ფილმმა ამ დროისთვის 152,9 მილიონი შეადგინა.

"თივის ძაღლები" ("Straw Dogs") რომელიც 1971 წლის ფილმის რემეიქია მხოლოდ 5 მილიონს დასჯერდა. კინოკრიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, ხალხმაც არასერიოზულად მიიღო ფილმისთვის, რომელიც კლასიკაა, რემეიქის გადაღება. არც ჯეიმს მარსდენის და კეით ბოსვორთის ტანდემმა მოხიბლა ისინი.

კიდევ ერთი წარუმატებლობა სარა ჯესიკა პარკერის "არ ვიცი როგორ აკეთებს ის ამას" ("I Don't Know How She Does It") აღმოჩნდა, რომელმაც 4.5 მილიონი მოიტანა, 1,5 მილიონით ნაკლები ვიდრე ამ მსახიობის 2009 წლის ნამუშევარმა "გსმენიათ მორგანების შესახებ?" სადაც ჰიუ გრანტთან ერთად თამაშობს. ცუდი შეფასებები ამ ფილმისთვის ბუნებრივიცაა. რაც შეეხება სარა ჯესიკა პარკერის პარტნიორს პირს ბროსნანს, ის თავის ჯეიმს ბონდისეულ პოპულარობას ნელნელა ასამარებს.

სემ უორსინგტონისგან კარგ ფილმს ცოტა თუ მოელოდა, მაგრამ "ვალი" ("The Debt") საინტერესო ფილმი გამოდგა და ამ კვირის ბოლოს 2,9 მილიონი მოიტანა.


ტომ ჰარდის "მეომარი" ("Warrior") სულაც ვერ ახერხებს კინოთეატრების დაპყრობას და 2,7 მილიონით კმაყოფილდება. 25 მილიონ ფილმს ჯერ მხოლოდ 10  მილიონიანი შემოსავალი აქვს კვირა-ნახევრის განმავლობაში.

"მაიმუნების პლანეტის აღზევება" ("Rise of Planet of the Apes") 2,6 მილიონი შემატა 390 მილიონიან საერთო შემოსავალს. ნამდვილად ფრანშაიზის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი გამოდგა. ათეულის ბოლო ადგილზეა "კოლუმბიანა" ("Colombiana") 2,3 მილიონით, რომლის საერთო შემოსავალიც 46,9 მილიონი დოლარია.


9/18/2011

ბაბლუანის "13" ამერიკაშიც გამოვა

ქართველი რეჟისორის, გელა ბაბლუანის ამერიკული თრილერი, 13, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თაროზე შემოდების შემდეგ, როგორც იქნა ამერიკულ კინოთეატრებსაც შეუტევს. ამ პერიოდში ფილმი უკვე გამოვიდა მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც მისი პრემიერა გასული წლის ოქტომბერში შედგა. Deadline-ის ცნობით 13–ის ამერიკული სადისტრიბუციო უფლებები Anchor Bay Films–მა შეიძინა სულ ცოტა ხნის წინ და უკვე ცნობილია, რომ ლოს–ანჯელესში მისი ამერეკული პრემიერა 28 ოქტომბერს შედგება. სამწუხაროა, რომ თეატრალურ პრემიერას, მალევე, 8 ნოემბერს ფილმის DVD და Blu-ray დისკებზე გამოშვებაც მოჰყვება. თეატრალურ და DVD რელიზებს შორის ასეთი მცირე განსხვავება კარგს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ფილმისთვის, რომელიც ამდენი ხანი იყო შემოდებული თაროზე არც ეს არის ცუდი მიღწევა. უკვე გამოვიდა სურათის ამერიკული ტრეილერიც.

13 გელა ბაბლუანისვე გადაღებული 2005 წლის ფრანგული ფილმის, "13 ცამეტის" (13 Tzameti) რემეიქია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ვინსენტ ფეროს შესახებ, რომელიც შემთხვევით რუსული რულეტის მონაწილეებს შორის აღმოჩნდება. მთავარ პერსონაჟს განასახიერებს სემ რაილი. სურათში ასევე მონაწილეობენ მიკი რურკი, რეი უინსტონი, ჯეისონ სტეტჰემი, რეპერი 50 ცენტი, ემენუელ შრიქი, მაიკლ შენონი და ალექსანდრ სკარსგარდი. ბაბლუანის ორიგინალურმა ფრანგულმა ნამუშევარმა სანდენსის კინოფესტივალზე მხატვრულ ფილმებს შორის მნიშვნელობით მეორე, "მსოფლიო კინოს ჟიურის პრიზი" მოიგო. ვენეციის 62–ე კინოფესტივალზე კი ფილმს "მომავლის ლომი" გადასცეს რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის.

9/04/2011

სუპერმენის ახალი სურათები გადასაღები მოედნიდან

კომიქსების გმირებს შორის სუპერმენი ალბათ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია, არა მარტო ამერიკაში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა ეს განპირობებულია იმითაც, რომ 80–იანი წლებიდან დღემდე სუპერმენზე რამოდენიმე ფილმი გადაიღეს და ამ პერსონაჟს საკმაოდ კარგად იცნობენ სხვადასხვა თაობის ადამიანები. ამჟამად ზაკ სნაიდერი (300, Watchmen) მუშაობს DC-ის ამ კომიქსის კიდევ ერთ ეკრანიზაციაზე – "ფოლადის ადამიანზე". ცოტა ხნის წინ Warner Brothers-მა და Legendary Pictures-მა გამოაქვეყნეს სუპერმენის პირველი ოფიციალური სურათი, რომელიც მთავარი როლის შემსრულებლის ჰენრი კავილის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.


ამას გარდა ინტერნეტში დაიდო ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია კავილი გადასაღებ მოედანზე. ყველაზე შთამეჭდავია ის, რომ სუპერმენის ახალი კოსტუმი გაცილებით დახვეწილია ვიდრე წინა ფილმების. კომიქსის საკულტო წითელ მოსასხამიანი ღია ლურჯი ფორმა ჩაანაცვლა უფრო სერიოზულმა, მუქმა ლურჯმა კოსტუმმა მეწამული მოსასხამით და არანაირი სასაცილო წითელ–ყვითელი დეტალებით. შესაბამისად ახალი ჩაცმულობა უფრო მიმზიდველია და ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფაქტურაც ძალიან განსხვავდება წინამორბედი კოსტუმების ქსოვილებისგან და ნაკლებად უსვამს ხაზს მსახიობის სხეულს. შესაძლებელია კავილის დაკუნთული სხეული კოსტუმის დამსახურებაც კი იყოს. (იხილეთ კავილი "უკვდავების" ტრეილერში)

საინტერესოა სუპერმენის პირველი ბრიტანელი მსახიობი იქნება თუ არა ამერიკელ წინამორბედებზე კრისტოფერ რივზე, ბრენდონ რუთზე ან თუნდაც "Smallville"-ის ტომ ველინგზე უკეთესი?







როგორც 2006 წლის "სუპერმენის დაბრუნება", რომელიც განსაკუთრებული სიუჟეტით სულაც არ გამოირჩეოდა, ისე "ფოლადის ადამიანი" საკმაოდ უბრალო ისტორიას მიუყვება. თუმცა სნაიდერის ფილმი გამორჩეულია იმით, რომ მთავარი უაროფითი გმირი არა ლექს ლუტორი, არამედ ზოდია. ასევე უნდა ითქვას, რომ ზაკ სნაიდერს კარგად ეხერხება კომიქსების ეკრანიზაციის შექმნა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანია, ფილმს ნამდვილად აქვს შანსი, რომ კომიქსზე გადაღებული ღირსეული ფილმი იყოს. ასევე საკმაოდ თვალისმომჭრელია სამსახიობო გუნდი: ჰენრი კავილის გარდა ფილმში მონაწილეობენ ოსკარზე ნომინირებული მსახიობები მაიკლ შენონი, რომელიც ზოდს განასახიერებს,  ემი ადამსი ლუის ლეინს, ლოურენს ფიშბერნი პერი უაითს და დაიან ლეინი კლარკ კენტის დედობილს – მარტა კენტს, ხოლო სუპერმენის მამობილს ჯონათან კენტს და მამას ჯორ–ელს შესაბამისად ოსკაროსანი მსახიობები კევინ კოსტნერი და რუსელ კროუ ითამაშებენ. სუპერმენის ბიოლოგიურ დედას ლარა ლორ–ვანის როლში ჯულია ორმონდი და ფილმის კიდევ ერთი უარყოფითი გმირის ფაორას როლში ანჯე ტრაუი მოგვევლინებიან.

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More