ყველასთვის საყვარელი და ექსცენტრიული ინგლისელი გამომძიებლის ისტორია გრძელდება. ახლახანს გავრცელდა გაი რიჩის ახალი ფილმის "შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" პოსტერები და რამოდემინე სურათი. ამას გარდა, როგორც მოსალოდნელი იყო ფილმის პირველი ტრეილერიც გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. ტრეილერს თავად რობერტ დაუნი უმცროსი წარადგენს. ტრეილერი პოსტერებთან ერთად საშუალებას იძლევა ფილმის მთავარ უარყოფით გმირს პროფესორ მორიარტს შევავლოთ თვალი, ასევე ბოშა ქალ სიმს, რომელთაც ჯარეტ ჰარისი და ნუმი რაპასი განასახიერებენ. Mad Men–ის მსახიობი და შვედი გოგონა დრაკონის ტატუთი წლის დასაწყისში შეუერთდნენ რობერტ დაუნი უმცროსის ლეგენდარულ გამომძიებელსა და მის ერთგულ მეგობარსა და დამხმარეს ჯუდ ლოუს დოქტორ უოტსონს. ფილმში რეიჩელ მაკადამსის გმირიც გამოჩნდება პატარა როლით.
როგორც ტრეილერიდან ჩანს მეორე ფილმი არ ჩამოუვარდება პორველს არც ექშენით, არც იუმორით და არც მთავარი გმირების სათავგადასავლო ისტორიით. ამჯერად ჰოლმსი და უოტსონი ხანგრძლივ მოგზაურობას შეუდგებიან ინგლისიდან საფრანგეთისა და გერმანიის გავლით შვეიცარიაში პროფესორი მორიარტის კვალდაკვალ.
პროფესორი მორიარტი შერლოკ ჰოლმსის პირველ ფილმშიცაა, თუმცა მისი სახე რეალურად არ ჩანს, რაც ეჭვს ბადებდა, რომ რეჟისორი ვინმე ცნობილ მსახიობს დაამტიცებდა ამ როლზე, თუმცა გაი რიჩიმ ნაკლებად ცნობადი სახე არჩია და ჯარეტ ჰარისი დაამტკიცა.
თუ რეიჩელ მაკადამსის ირენ ადლერი სასაცილო და მოხერხებული ქალი იყო, რომელსაც ჰოლმთან პირადი ურთიერთობები უფრო აკავშირებდა, რაპასის ბოშა სიმი მეტადაა ჩართული ჰოლმის საქმეებში და გამოძიების პროცესში.
რაც შეეხება ფოტოებს, თუ ქორწილის დროს ჰოლმსის და უოტსონის ჭუჭყიანი სახეების გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ისინი ფორმაში არიან და კვლავ ახარხებენ ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვედრას და უსიამოვნებებში გახვევას.
0 კომენტარი:
Post a Comment