• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/29/2011

"ახალი წლის საღამო" - "ვალენტინობის დღის" გაგრძელება უფრო მეტი მსახიობით

სიყვარულის თემა ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით თანამედროვე ჰოლივუდურ კომედიებში, სადაც მთელ სცენარს მსუბუქ და მარტივ ურთიერთობებზე აგებენ. 2010 წლის თებერვალში ვალენტინობის დღისთვის მიძღვნილი ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა, რომლის რეჟისორიც გარი მარშალი ("ლამაზმანი", "პრინცესას დღიურები") იყო და მასში უამრავი ცნობილი სახე გამოჩნდა. ახლა იგივე რეჟისორი ფილმის თემატურ გაგრძელებას შემოგვთავაზებს.

მხოლოდ ორი მსახიობია, რომელიც ორივე ფილმში - "ახალი წლის საღამო" და "ვალენტინობის დღე" - იღებენ მონაწილეობას, თუმცა ეს ორი, ჯესიკა ბილი და ეშტონ ქათჩერი, სულაც არ განასახიერებენ ერთსა და იმავე გმირებს, ამიტომ ფილმები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში სულაც არ არიან. რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, ის მართლაც უამრავი ადამიანისგან შედგება და მათი უდიდესი ნაწილი ძალიან ცნობილი სახეა, როგორც რომანტიკული კომედიების, ისე სხვა ჟანრებში. ფილმში მონაწილეობენ: ეშტონ ქათჩერი, ჯესიკა ბილი, რობერტ დე ნირო, ზაკ ეფრონი, კარლა გუჯინო, კეტრინ ჰეილი, ჰილარი სვონკი, სარა ჯესიკა პარკერი, სოფია ვერგერა, ჯოშ დუჰამელი, ჰოლი ბერი, მიშელ ფაიფერი, აბიგაილ ბრესლინი, სიენა მილერი, ტილ შვეიგერი და ბევრი სხვა. ფილმში მცირე როლებით გამოჩნდებიან ასევე კალათბურთელები შაკილი ო'ნილი და ამარე სტაუდმაიერი.




რა თქმა უნდა, 14 თებერვალთან შედარებით ახალი წელი ნაკლებად რომანტიკულ დღედ ითვლება, ამის მიუხედავად ახალ ფილმში შეიძლება ათეულობით სასიყვარულო ისტორია განვითარდეს. ის ძალიან ჰგავს 2003 წლის ბრიტანულ ფილმს - ნამდვილი სიყვარული (Love Actually), უბრალოდ აქ მეტი გმირი და მეტი წყვილი იქნება და მოქმედებაც ამერიკაში დიდ და სიცოცხლით სავსე ქალაქში, ნიუ-იორკში განვითარდება.

რაც შეეხება წინასწარ პროგნოზებს, შემოსავლის მხრივ ფილმს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს, სავსებით მოსალოდნელია გაცილებით მეტი თანხა მოიტანოს ვიდრე "ვალენტინობის დღემ". ფილმი ჩვეულებრივი რომანტიკული კომედია იქნება ამ ჯანრის მოყვარულებზე გათვლილი, ალბათ საკმაოდ გადატვირთული, ცუდად გადანაწილებული ისტორიებით. გარი მარშალს უკვე ორი დეკადაა განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია და რა თქმა უნდა, ამ ფილმით ის ბოლო წლების ჩვეულ მოღვაწეობას განაგრძობს.

"ახალი წლის საღამო" 2011 წლის ბოლოს, 9 დეკემბერს გამოჩნდება კინოგაქირავებაში.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More