ცოტა ხნის წინ კინოეკრანებზე გამოვიდა პიქსარის ანიმაციური ფილმი, "მანქანები 2", რომლის ნახვის საშუალებაც 7 ივლისიდან მოგვეცემა კინო რუსთაველსა და ამირანში. ამავდროულად სტუდია განაგრძობს მუშაობას კიდევ ორ ფილმზე. პირველია "მონსტრების უნივერსიტეტი" (იხილეთ ჩვენი სტატია), მეორე კი "მამაცი" (Brave). ფილმის შექმნის პირველ ნაწილში რეჟისორი იყო ბრენდა ჩეპმენი, თუმცა შემდეგ ის მარკ ენდრიუსმა ჩაანაცვლა. ჩეპმენი ტიტრებში მოხსენიებული იქნება, როგორც თანარეჟისორი.
თავდაპირველად კინოსტუდიამ გამოაქვეყნა სურათის კონცეპტ–არტი (იხილეთ ის EW-ზე), ახლა კი ფილმის პოსტერი, პერსონაჟთა ფოტოები და რაც მთავარია ტიზერ ტრეილერი. მამაცი საკმაოდ განსხვავდება პიქსარის სხვა მულტფილმებისგან. ის არის პირველი ფილმი, რომელსაც მდედრობითი სქესის მთავარი პერსონაჟი ჰყავს, რომელიც არაოფიციალურად შეუერთდება დისნეის პრინცესათა რიგს. სხვა განსხვავებებს თავადაც აღმოაჩენთ ტრეილერის ნახვის შემდეგ.
ფილმის ოფიციალური სინოფსისი:
მოქმედება მიმდინარეობს შოტლანდიის მისტიკურ მთიანეთში, სადაც მერიდა არის მეფე ფერგუსისა (ბილი კონოლი) და დედოფალი ელინორის (ემა თომპსონი) სამეფოს პრინცესა. ურჩი ქალიშვილი და შესანიშნავი მშვილდოსანი, მერიდა ერთ დღესაც უგულვებელყოფს მიწის წმინდა ტრადიციას და არეულობას შემოიტანს სამეფოში. ყველაფრის გამოსწორების ცდისას, მერიდა პოულობს ექსცენტრიულ ბრძენ ქალს (ჯული უოლტერსი). მერიდას მისიაში ასევე ფიგურირს სამეფოს სამი ლორდი: ლორდი მაკგუფინი (კევინ მაკკიდი), ლორდი მაკინტოში (კრეიგ ფერგიუნსონი), და ლორდი დინგუოლუ (რობი კოლტრეინი).
"მამაცი" გამოვა 2012 წლის 22 ივნისს 3–D ფორმატში.
ფილმის ოფიციალური პოსტერი:
0 კომენტარი:
Post a Comment