• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

6/23/2011

"საშიში მეთოდი" – პირველი ტრეილერი

გამოვიდა დევიდ კრონენბერგის ახალი ფილმის "საშიში მეთოდის" (A Dangerous Method) პირველი ტრეილერი, რომელიც დაფუძნებულია კრისტოფერ ჰემპტონის (ასევე ფილმის სცენარისტი) 2002 წლის პიესაზე "საუბრით განკურნება". სურათი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას დოქტორი კარლ იანგის (მაიკლ ფასბენდერი), მისი მასწავლებლის ზიგმუნდ ფროიდისა (ვიგო მორტენსენი) და იანგის რუსი პაციენტის საბინა შპილრეინის (კირა ნაითლი) ურთიერთობის შესახებ, როდესაც ეს უკანასკნელი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ჩადგება. პირველმა ტრეილერმა უკვე ყველას კარგი შტაბეჭდილება შეუქმნა ფილმზე და დაგვარწმუნა ფასბენდერის, მორტენსენისა და ნაითლის შესანიშნავ შესრულებაში. ტრეილერს გასდევს ბეჭდების მბრძანებლისა და კრონენებერგის თითქმის ყველა ფილმის კომპოზიტორის, ჰოვარდ შორის მუსიკა.



მარცხნივ ზის ფროიდი, მარჯვნივ
კი იანგი
სურათი დაფუძნებულია რეალურ პიროვნებებზე, თუმცა რამდენად ზუსტად ასახავს ის მათ ურთიერთობას ფილმის გამოსვლის შემდეგ გავიგებთ. ფაქტია, რომ ზიგმუნდ ფროიდსა და კარლ იანგს საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ მათი თეორიები ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს, მათ საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს ერთმანეთის ნამუშევრებზე. ახლა რაც შეეხება იანგის რუს პაციენტ საბინა შპილრეინს, რომელიც შემდგომში ერთ–ერთი პირველი ქალი ფსიქოანალიტიკოსი გახდა. აქვე იკვეთება პირველი ქრონოლოგიური უზუსტობა. საბინა ციურიხში 1904 წელს მოხვდა ფსიქიატრუილ კლინიკაში, სადაც იმ დრის იანგი მუშაობდა და იქ 1905 წლამდე დარჩა, მაშინ როდესაც ფროიდი პირველად იანგს ამ ფაქტის შემდეგ, 1907 წელს შეხვდა. ამ სამეულის ურთიერთობა კი ოდნავ მოგვიანებით იწყება.

სურათის მთავარ ხიბლს მაინც მსახიობები წარმოადგენს. მაიკლ ფასბენდერს, რომელმაც წელს უკვე ითამაშა "იქს–ადამიანები: პირველი კლასში", ეს ფილმი საბოლოოდ დაეხმარება პოპულარობის მოპოვებაში. სავსაბით სავარაუდოა, რომ ფილმი და მსახიობები წელს ოსკარისთვისაც იბრძოლებენ.


0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More