ტრანსფორმერის მთელი ტრილოგია სხვა არაფერია თუ არა შთამბეჭდავი კადრების ერთობლიობა. რა დასამალია, რომ ასეთ გამაოგნებელ ეფექტს მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით აღწევენ, მაგრამ ამჯერად რეჟისორმა მაიკლ ბეიმ გადაწყვიტა გავეკვირვებინეთ. იმ მაყურებელის ყურადღებას, რომელიც თვალს ადევნებს ტრანსფორმერების მესამე ფილმის ტრეილერებსა და ვიდეოებს, ცათამბრჯენის ნგრევის სცენის გარდა, აუცილებლად მიიპყრობდა კადრი, რომელიც სამხედროების, კონკრეტულად კი ლენოქსის ჯარისკაცების თვითმფრინავიდან ხტომას ასახავს. (იხილეთ ეს ვიდეორგოლები) ფილმის ეს ნაწილი კი სულაც არ გადაუღიათ სადღაც დახურულ სივრცეში მწვანე ფონზე. ამისთვის რეჟისორმა მხოლოდ დუბლიორთა ჯგუფი დაიქირავა, რომლებიც თვითმფრინავიდან არა, მაგრამ ჩიკაგოს ერთ-ერთი ცათამბრჯენიდან ნამდვილად გადმოეშვნენ. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს კადრებს გადასაღები მოედნიდან, ინფორმაციას დუბლიორ მხტომელებზე და შემოქმედებითი ჯგუფის ინტერვიუებს.
თავისი კარიერის განმავლობაში ბეიმ ფილმებში დახვეწა და განავითარა ექშენი და ამ ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე ჩვეული იუმორით გაფორმებული ფილმი იქნება, 3D-ში გადაღებული, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რატომაც მიიღებს ფილმი დიდ შემოსავალს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტრანსფორმერები:ფოლენის შურისძიება წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მისი გაგრძელება ამ შედეგს გაიმეორებს, თუ ჰარი პოტერის ბოლო ნაწილი არ შეეცილა. ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს მაიკლ ბეიმ იცის რომ მოიზიდოს მაყურებელი თავისი ფილმების შესაფასებლად, ექშენის მოყვარულთათვის მათი ნახვა მართლაც ღირს.
ტრანსფორმერების ტრილოგიის დასასრულს პრემიერა 29 ივნისს შედგება. საქართველოში კი ფილმი დიდ ეკრანზე 30 ივნისს გამოჩნდება.
0 კომენტარი:
Post a Comment