ყველასთვის საყვარელ პიქსარს აქამდე არ ჰქონია მრავალსერიანი ნამუშევრები, სათამაშოების ისტორიის გარდა. ახლა კი ის ერთდროულად ორ სეკველ/პრიკველზე მუშაობს. პირველია მანქანების გაგრძელება, მეორე კი მონსტრების კორპორაციის პრიკველი, რომელიც უკვე დასათაურდა, როგორც მონსტრების უნივერსიტეტი. ფილმში ასახული იქნება მაიკისა და სალის კოლეჯის წლების თავგადასავლები. ის მოგვითხრობს თუ, როგორ გახდნენ მაიკი და სალი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთისთვის კონკურენტები და მტრები იყვნენ.
სურათის რეჟისორი კვლავ ოსკარის ნიმინანტი პიტ დოქტერი იქნება, რომელმაც მონსტრების კორპორაციის შემდეგ გადაიღო "მფრინავი სახლი" (Up). მთავარ პერსონაჟებს ისევ ჯონ გუდმენი და ბილი კრისტალი გაახმოვანებენ. პრემიერა შედგება პირველი ნაწილის გამოსვლიდან ზუსტად 11 წლის შემდეგ, 2012 წლის 2 ნოემბერს.
0 კომენტარი:
Post a Comment