• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/03/2011

მეფის ნამდვილი სიტყვა (ვიდეო)

ოსკაროსანი ფილმის "მეფის სიტყვის" გამოსვლის შემდეგ ბევრი დაინტერესდა იმით, თუ სინამდვილეში როგორი იყო მეფე ჯორჯ VI-ის სიტყით გამოსვლები. მეც ცოტა ხნის წინ მოვძებნე და Youtube-ში რამდენიმე საინტერესო ვიდეოს წავაწყდი.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ფილმის სიუჟეტი არც თუ ისე ზუსტია. მართალია პრინცმა ალბერტმა ლოგს მართლაც 1925 წელს სტადიონზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიაკითხა, რომელზეც მას დიდი პრობლემები შეექმნა საუბართან დაკავშირებით, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ კურსი მიატოვა და 1934 წლამდე ლოგი აღარ უნახავს. სინამდვილეში ჯორჯ VI-ის მდგომარეობის გაუმჯობესება გაცილებით მალე მოხდა და 1927 წელს ის უკვე გამართულად საუბრობდა კანბერაში, ავსტრალიის პარლამენტში გამოსვლისას.


ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სავარაუდოდ აღბეჭდილია მეფის სიტყვა 1938 წელს გლაზგოში. სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯ მეექვსე მართალია ასე თუ ისე გამართულად საუბრობს, თუმცა დიდ პაუზებს აკეთებს, აშკარაა როგორ "ებრძვის" ზოგიერთ სიტყვას და ყოველ წამს ტექსტში იხედება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეფე ხშირ–ხშირად წინ და უკან და ქუსლებზე იწევა, როგორც ეს ფილმის მიხედვით ლოგმა ასწავლა მას.


ასევე აუდიო ჩანაწერი საბოლოო სიტყვისა, რომლითაც მან მიმართა ხალხს ბუკინგემის სასახლიდან 1939 წლის 3 სექტემბერს. ეს ფაქტი ფილმში ზუსტად, სიტყვა–სიტყვითაა გადაღებული.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More