Variety გვაუწყებს, რომ ავსტრალიელმა კინორეჟისორმა ფილიპ მორამ აღმოაჩინა 1936 წელს ნაცისტების მიერ გადაღებული ორი 30 წუთიანი შავ–თეთრი ფილმი, რომელიც ყველასდა გასაკვირვად 3D ფორმატში აღმოჩნდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მორამ საინტერესო მასალა აღმოაჩინა მესამე რაიხის კინემატოგრაფიასთან დაკავშირებით. მის 1973 წლის დოკუმენტურ ფილმ "სვასტიკაში" ნაჩვენები იყო ევა ბრაუნის მიერ გადაღებული ჰიტლერის იმ დროისათვის ჯერ უნახავი ფერადი კადრები
(სურათი კადრიდან იხილეთ ზემოთ). მორას სიტყვებით ორივე ფილმი, So Real You Can Touch It და Six Girls Roll into Weekend, გადაღებული იყო გებელსის სამინისტროს დაკვეთით 35მმ ფირით. ფილმები ჩანაწერებში მოხსენიებული იყო, როგორც სივრცული ფილმები (raum film), ამიტომაც აქამდე ვერავინ მიხვდა, რომ ისინი 3D ფორმატში იყო გადაღებული. მორას განცხადებით ფილმების ხარისხი ფანტასტიკურია და აპირებს ისინი თავის დოკუმენტურ ფილმში "როგორ ჩაიწერა მესამე რაიხი" (How the Third Reich Was Recorded) გამოიყენოს.
0 კომენტარი:
Post a Comment