სექტემბრის მესამე კვირის ბოლოს ამერიკული კინოგაქირავების ლიდერი სტუდია "დისნეი" ხდება, რომელმაც "მეფე ლომის"("The Lion King (in 3D)") ხელახლა 3D რეალიზაციით 29,3 მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
ჩვიდმეტი წლის წინ შექმნილი პოპულარული ანიმაციური ფილმი, რა თქმა უნდა, 3D -ის გარეშე ამდენი ადამიანის ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. როგორც ჩანს ხალხი მზადაა 3 განზომილებაში გადაყვანილ ძველ ფილმებშიც გადაიხადოს ფული. ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან ჯორჯ ლუკასი და კეიმს კამერონი და ახლო მომავალში "ვარსკვლავური ომების" და "ტიტანიკის" 3D ვერსიას გამოუშვებენ.
რაც შეეხება "მეფე ლომს" 1994 წელის შემდეგ მან 825,7 მილიონი მოაგროვა და წელს შესაძებელია მისი შემოსავალი მილიარდ დოლარსაც გადასცდეს. მაშინ ეს "დისნეის" მეოთხე ფილმი იქნება "სათამაშოების ისტორია 3-ის', "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" და "ალისა საოცრებათა ქვეყანაშის" შემდეგ, რომელმაც 3D-ის წყალობით მილიარდიზე მეტი მოუტანა ფილმს.
შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე სტივენ სოდელბერგის ვარსკვლავებით გაჭედილი ფილმი "ინფექცია" ("Contagion"), რომელმაც Warner Brothers 14,4 მილიონი მოუტანა, მთლიანობაში კი ამ დროისთვის 44 მილიონი დოლარი. სტუდია მეტს მოელის ფილმისგან, რომლის ბიუჯეტიც 60 მილიონი დოლარია. თუ სამსახიობო გუნდს გავითვალისწინებთ, რომელიც მოიცავს მეთ დეიმონს, გვინეტ პელტროუს, ქეით უინსლეტს, ჯუდ ლოუს, მარიონ კოტიარსა და ლოურენს ფიშბერნს, ფილმი სტუდიას არ გააწბილებს.
გემოვნებიანი მაყურებლის გულს კი ნამდვილად "დრაივი" ("Drive") მოიგებს. ფილმმა კვირის ბოლოს 11 მილიონი შემატა თავის საერთო შემოსავალს. გასათვალისწინებელია ის, რომ ფილმი სათაურის მიუხედავად სულაც არ არის ექშენით გაჟღენთილი და მისგან მეორე სიჩქარესა და ფორსაჟს არ უნდა ველოდეთ. ფილმის მთავარი გმირი რაიან გოსლინგი კი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და ეს წელიც მისთვის წარმატებელი გამოდგა. მსახიობი, რომელიც "უბის წიგნაკით"("The Notebook") გახდა ცნობილი, ზაფხულში მაყურებელმა უკვე იხილა რომანტიკულ კომედიაში "გიჟური, სულელური სიყვარული" ("Crazy, Stopid, Love"), ასევე მთავარ როლი შეასრულა ჯორჯ ქლუნის პოლიტიკურ დრამაში "მარტის იდები" ("The Ides of March").
რამოდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობის შემდეგ "მოსამსახურე" ("The Help") მეოთხე ადგილს იკავებს. მისმა შემოსავალმა 6.4 მილიონი შეადგინა და 25 მილიონიანმა ფილმმა ამ დროისთვის 152,9 მილიონი შეადგინა.
"თივის ძაღლები" ("Straw Dogs") რომელიც 1971 წლის ფილმის რემეიქია მხოლოდ 5 მილიონს დასჯერდა. კინოკრიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, ხალხმაც არასერიოზულად მიიღო ფილმისთვის, რომელიც კლასიკაა, რემეიქის გადაღება. არც ჯეიმს მარსდენის და კეით ბოსვორთის ტანდემმა მოხიბლა ისინი.
კიდევ ერთი წარუმატებლობა სარა ჯესიკა პარკერის "არ ვიცი როგორ აკეთებს ის ამას" ("I Don't Know How She Does It") აღმოჩნდა, რომელმაც 4.5 მილიონი მოიტანა, 1,5 მილიონით ნაკლები ვიდრე ამ მსახიობის 2009 წლის ნამუშევარმა "გსმენიათ მორგანების შესახებ?" სადაც ჰიუ გრანტთან ერთად თამაშობს. ცუდი შეფასებები ამ ფილმისთვის ბუნებრივიცაა. რაც შეეხება სარა ჯესიკა პარკერის პარტნიორს პირს ბროსნანს, ის თავის ჯეიმს ბონდისეულ პოპულარობას ნელნელა ასამარებს.
სემ უორსინგტონისგან კარგ ფილმს ცოტა თუ მოელოდა, მაგრამ "ვალი" ("The Debt") საინტერესო ფილმი გამოდგა და ამ კვირის ბოლოს 2,9 მილიონი მოიტანა.
ტომ ჰარდის "მეომარი" ("Warrior") სულაც ვერ ახერხებს კინოთეატრების დაპყრობას და 2,7 მილიონით კმაყოფილდება. 25 მილიონ ფილმს ჯერ მხოლოდ 10 მილიონიანი შემოსავალი აქვს კვირა-ნახევრის განმავლობაში.
"მაიმუნების პლანეტის აღზევება" ("Rise of Planet of the Apes") 2,6 მილიონი შემატა 390 მილიონიან საერთო შემოსავალს. ნამდვილად ფრანშაიზის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი გამოდგა. ათეულის ბოლო ადგილზეა "კოლუმბიანა" ("Colombiana") 2,3 მილიონით, რომლის საერთო შემოსავალიც 46,9 მილიონი დოლარია.