თუმცა მიუხედავად ამ პრობლემებისა, ლევიტის მონაწილეობა ჯანგოში უკვე თითქმის გადაწყვეტილი საქმეა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა როლი ექნება ლევიტს ფილმში. ის კიდევ ერთხელ ითამაშებს "დასაწყისის" მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად. ტარანტინოს ვესტერნში ასევე მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი, კრისტოფ ვალცი, სემუელ ლ. ჯექსონი, კურტ რასელი და სხვები.
სურათი კინოთეატრებში 2012 წლის 25 დეკემბერს გამოვა. შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ სინოფსისს:
ჯანგო არის გათავისუფლებული მონა, რომელიც გერმანელი თავებზე მონადირის (ვოლცი) ხელმძღვანელობით თავადაც ამგვარი მონადირე ხდება. მას შემდეგ რაც გერმანელთან ერთად რამდენიმე "ცუდ" ბიჭს მოკლავს შემოსავლის გამო, გერმანელის დახმარებით იპოვის თავის ცოლს და გაათავისუფლებს ბოროტი პლანტატორის მონობიდან.