• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - რეცენზია

მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" - ტრეილერი და სურათები

გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.

სტივენ სპილბერის "საბრძოლო ცხენი" - პირველი ტრეილერი

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

"ბნელი რაინდი: აღზევება" - სამსახიობო გუნდი

კრისტოფერ ნოლანი კრებს სამსახობო გუნდს ბნელი რაინდის ტრილოგიის დასასრულისათვის. ფილმის მუდმივ მსახიობებს „დასაწყისის“ სამი მსახიობიც შეუერთდება.

8/09/2011

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - განხილვა

"კაპიტანი ამერიკა" მარველის კომიქსის ეკრანიზაციაა და ამავდროულად "შურისმაძიებლების" კიდევ ერთი და ამადროულად ბოლო წინაპირობა, თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებს არ ჩავთვლით, რომლებსაც სხვა დროს მივუბრუნდებით. თუმცა ზოგადად შურისმაძიებლებს თავი დავანებოთ და მათ პირველ წამომადგენელ კაპიტან ამერიკას დავუბრუნდეთ. ჯო ჯონსტონის ფილმი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა, იმის გამო, რომ სიუჟეტი მთავარი ნაწილი 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

ფილმის ისტორია საკმაოდ კლასიკურია. ფიზიკურად სუსტი ბრუკლინელი სტივ როჯერსი (კრის ევანსი) ოცნებობს ომში წავიდეს, თუმცა მას ყოველჯერზე უარს ეუბნენიან. მის მონდომებას და სურვილს, რომ სამშობლოს გამოადგეს სუპერჯარისკაცის შექმნაზე მომუშავე დოქტორი აბრაამ ერსკინი (სტენლი ტუჩი) შეამჩნევს და შანსს მისცემს თავი გამოიჩინოს. მისი და ჰოვარდ სტარკის (დომინიკ კუპერი) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ სტივი სუპერ ძალას მიიღებს და კაპიტანი ამერიკა გახდება. ამავდროულად გერმანიაში მითოლოგიური არტეფაქტებისა და მეცნიერების საშუალებით "ჰიდრას" ხელმძღვანელი იოჰან შმიდტი (ჰუგო ვივინგი) ცდილობს ომში გარდატეხა შეიტანოს და მთელი სამყაროც დაიმორჩილოს.


რაც შეეხება მსახიობებს, ალბათ გასაკვირიც არ არის რომ სტუდია მარველმა რობერტ დაუნი უმცროსისა და კრის ჰემსვორთის შემდეგ კიდევ ერთ, თავის გმირს არაჩვეულებრივად მორგებულ მსახიობს შემოგვთავაზებდა. შეიძლება ითქვას, რომ კრის ევანსმა საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა. სავსებით არ გამართლა ის შიში, რომ კაპიტანი ამერიკა მის მიერ განსახიერებულ კიდევ ერთ სუპერგმირს ადამიან ჩირაღდანს დაემსგავსებოდა. მსახიობმა გასაოცრად გაითავისა დაჩაგრული და დამცირებული ბიჭის როლი. ამავდროულად შესანიშნავი გამოვიდა დაბალი და გამხდარი სტივ როჯერსი, რომელიც  კომპიუტერული ეფექტებითაა შექმნილი და რომლის გადაღებაც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ფილმში კი ასეთი კადრები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება.

სცენარისტების სასახელოდ შეიძლება ითქვას, სიუჟეტი საკმაოდ საინტერესო იყო, დასაწყისი, შეიძლება შედარებით ნელა განვითარდა, თუმცა საინტერესოდ, ფილმს არ აკლდა მსუბუქი იუმორი, რომლითაც თავს შეიქცევდი. საბოლოო ჯამში ეს იყო კიდევ ერთი ისტორია, სადაც სიკეთე იმარჯვებს. ისტორია სუსტ ადამიანზე, რომელიც გმირი გახდა არა მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენის, არამედ გამბედაობისა და თავდადების შედეგად. ფილმის მთავარ იდეას თვითონ კაპიტანი ამერიკას პიროვნება აყალიბებს.


ფილმი საკმაოდ საინტერესო იყო ვიზუალურადაც. 50-იანი წლების გარემოს თავისი ელფერი შემოჰქონდა. გერმანული იარაღი და ტექნიკა კი უფრო თანამედროვეობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბრძოლები და ზოგადად ექშენი ფილმში საკმაოდ მრავლად იყო. ჯო ჯონსტონმა შეძლო ისინი შესანიშნავად გადაეღო. მოძრავი კამერა და მკვეთრად გამოკვეთილი კადრები განსაკუთრებულ ეფექტს იძლეოდა. რა თქმა უნდა, ერთმა ფილმმა ვერ დაიტია ამერიკელი გმირის მთელი მეორე მსოფლიოს ომინდელი საქმიანობა, თუმცა კიდევ უფრო მეტ ბრძოლებს ალბათ ფილმის გაგრძელებებში ვიხილავთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორისა და მთავარი გმირის გარდა ფილმის შექმნაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დანარჩენ მსახიობებსაც. ჰუგო ვივინგი უკვე გაწაფულია უარყოფითი გმირების კარგად წარმოჩინებაში. მიზანსწრაფული და დაუნდობელი ნაცისტი წითელი თავისქალაც საკმაოდ კარგად მოირგო. სებასტიან სტენი განასახიერა სტივის მეგობარ ჯეიმს "ბაკ" ბარნსს, რომელიც მთავარ გმირს მუდამ გვერდში უდგას, თუმცა ამასთანავე მასში არის ფარული შური სუპერგმირისადმი, რომელიც ოსტატურად იმალება ჩვეულებრივი ჯარისკაცის სახის მიღმა. ჰეილი ეტველი ბრწინავდა წითური ბრიტანელი პეგი კარტერის განსახიერებისას და კარგადაც მოერგო სამხედრო სამსახურში მყოფი მკაცრი და შეუპოვარი ქალი როლს. ფილმში რომანტიკულ გარემოს კრის ევანსისა და ჰეილი ეტველის გმირების ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ომის გამო საკმაოდ ნელა განვითარებული ურთიერთობა.


მეორეხარისხოვან გმირებს უფრო მეტად იუმორი შემოქონდათ ფილმში, თუმცა ამ ასპექტში სტარკების საგვარეულოს ვერავინ შეეცილება. შავი სათვალეებით და ულვაშით დომინიკ კუპერი ტონი სტარკის "არაჩვეულებრივ" მამად მოგვევლინა. ჰოვარდ სტარკი სიუჟეტში ჩაჯდა როგორც სრულფასოვანი მეორეხარისხოვანი გმირი და არა როგორც შურისმაძიებლების ფილმების გასაერთიანებლად შემოყვანილი ზედმეტი პერსონაჟი. იმავე სახის ამპარტავნება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ოდნავ ნაკლები თავხედობა, ნამდვილად დაგარწმუნებდათ, რომ ტონი მისი ღირსეული შვილია.


3D-ის მოყვარულებისთვის კი შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ ყოფილა შესანიშნავი, თუმცა ფილმი 3D-ის გარეშეც კარგი საყურებელია. მართალია ფანტასტიკა ამ ფილმში ყველაზე მეტადაა მორგებული ისტორიას, ასევე უგულველყოფილია გერმანული აქცენტები და გერმანელებიც უბრალოდ ინგლისურად საუბრობენ, თუმცა ეს კომიქსის ეკრანიზაციაა და ასეთ საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, ამიტომ ფილმი საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა. ვისაც ფილმი ჯერაც არ უნახავს შეუძლია თვალი შეავლოს ტრეილერს.


 სპოილერი (არ წაიკითხოთ თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი)

ბოლოს კი "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის" სხვა შურისმაზიებლებთან კავშირზე მოგახსენებთ. იმის გარდა, რომ ჰოვარდ სტარკი რკინის კაცის მამაა, ფილმში ის პოულობს კუბს, რომელმაც წითელი თავისქალას გადაადგილა და თვითონ წყალში ჩავარდა. ეს კუბი ოდინს ეკუთვნის და თორის ტიტრებს შემდგომ სცენაში ჩანს. (იხილეთ თორის რეცენზიის ბოლოს)

ჰოვარდ სტარკის გარდა ფილმის დასაწყისსა და ბოლოში ჩნდება S.H.I.E.L.D.-ის ხელმძღვანელი ნიკ ფიური (სემუელ ელ. ჯექსონი). ის თავის აგენტებთან ერთად 70 წლის განმავლობაში ყინულში მყოფ კაპიტან ამერიკას აღმოაჩენს. ამის შემდეგ თანამედროვე ნიუ-იორკში გამოღვიძებული სტივ როჯერსი პირველად წითურ ქალს შეხვდება, რომელიც ძალიან ჰგავს პეგი კარტერს და რომელიც შილდ–ის აგენტი და პეგის დიშვილი შერონ კარტერია. ამანდა რიგეტი, რომელიც ამ უკანასკნელს განახიერებს უკვე დაამტკიცეს შურისმაძიებლებზე.

ამას გარდა ტიტრებს შემდგომ კადრებში შესაძლებელი ხდება თვალი შევავლოთ ყველა შურისმაძიებელს ერთად, თუმცა თუ როგორც მე, ისე თქვენც კინოთეატრებში ეს კადრები ვერ ნახეთ, რადგან ფილმი დროზე ადრე გათიშეს, მაშინ კამერით გადაღებულ ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ.



(ჯერ ტიტრებს შემდგომი სცენაა, შემდეგ ტაიმ-სკვერის კადრები)

ინტერნეტში ასევე გავრცელდა შურისმაძიებლების მოკლე ოფიციალური ტრეილერი. (იხილეთ ვიდეო)


საბოლოო შეფასება
4/5
თქვენ რას ფიქრობთ "კაპიტან ამერიკაზე"?

http://facebooklogin.ws/2009/12/facebook-login/
მოგვიწონეთ Facebook-ზე

8/05/2011

სტენ ლის კამეოები მარველის ფილმებში

სტენ ლი მარველის კომიქსების ავტორი და მათი სულისშთამბერია, მის გარეშე არ იარსებებდა ის საოცარი ისტორიები სუპერ გმირებზე, რომლებიც უკვე ნახევარი საუკენეა, რაც მკითხველის გულს იპყრობს. სხვადასხვა დროს მხატვარ ჯეკ კირბისთან თანამშრომლობით მან შექმნა ისეთი გმირები, როგორებიცაა ადამიანი–ობობა, რკინის კაცი, ჰალკი, ფანტასტიკური ოთხეული და სხვა მრავალი იქს–ადამიანი თუ შურისმაძიებელი. შეიძლება ზოგმა არც კი იცის, რომ სტენ ლის ამ კომიქსების ეკრანიზაციებში მცირე ეპიზოდური როლები აქვს, ხშირად უსიტყვო და საკმაოდ სახალისო.

იქს–ადამიანები / X-Men

იქს–ადამიანების ტრილოგიის პირველ ფილმში სტენ ლე თამაშობს ჰოთდოგის გამყიდველს, რომელიც ჩანს, მაშინ როდესაც მაგნეტოსგან გამოქცეული შიშველი სენატორი კელი სანაპიროზე ადის.

ადამიანი–ობობა / Spider-Man

"ადამიან–ობობაში" სტენ ლი ჩვეულებრივი მოხუცია, რომელიც ობობასა და მწვანე გობლინს შორის ბრძოლისას, პატარა გოგონას გადაარჩენს.

თავზეხელაღებული / Daredevil

ახალგაზრდა, ბრმა მეტ მერდოკი (თავზეხელაღებული) აჩერებს სტენ ლის, როდესაც ის აპირებს გზის გადაკვეთას და ამით გადაარჩენს ავტობუსის დარტყმისგან.

ჰალკი / Hulk

ჰალკის 2003 წლის ეკრანიზაციაში სტენ ლი და ლუ ფერინო (მსახიობი, რომელმაც ჰალკი განასახიერა რამდენიმე სატელევიზიო ფილმში. წარმოუდგენელ ჰალკსა და შურისმაძიებლებში ის ასევე ახმოვანებს ამ პერსონაჟს.) გვევლინებიან ბრიუს ბანერის ლაბორატორიის მცველებად. ეს არის სტენ ლის პირველი კამეო, რომელშიც საუბრობს.

ადამიანი–ობობა 2 / Spider-Man 2

"ადამიანი–ობობა 2"–ში ლი კვლავ სიცოცხლის გადამრჩენად გვევლინება, ამჯერად ის ქალბატონს გადაარჩენს ობობისა და ოქტოპუსის ბრძოლის დროს.

ფანტასტიკური ოთხეული / Fantastic Four

"ფანტასტიკურ ოთხეულში" სტენ ლი თამაშობს თავის მიერვე შექმნილ კომიქსის პერსონაჟს, ვილი ლამპკინს, რომელიც ოთხეულის ფოსტალიონია.

იქს–ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა / X-Men: The Last Stand

ფილმის საწყის კადრებში სტენ ლი და მარველის კომიქსების მწერალი, კრის კლერმონი თამაშობენ ჯინ გრეის მეზობლებს. ლის, რომელიც ბაღს რწყავდა ჯინი ტელეპათიური ნიჭით ხელს შეუშლის და წყალს ჰაერისკენ მიმართავს.

ადამიანი–ობობა 3 / Spider-Man 3

ობობის ტრილოგიის დასკვნით ნაწილში ლი ტაიმზ-სქვერზე ხვდება პიტერ პარკერს, სადაც ორივე კითხულობენ ნიუსს ადამიანი–ობობას შესახებ. ამის შემდეგ ლი პიტერს ეუბნება, რომ როგორც ჩანს ერთ ადამიანსაც შეუძლია რაღაცის შეცვლა.

ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლისფერი სერფერის აღზევება / Fantastic Four: Rise of the Silver Surfer

ოთხეულის მეორე სერიაში სტენ ლი პირველად თამაშობს საკუთარ თავს. რიდისა და სიუს პირველი ქორწილში მას დაცვა არ უშვებს, რადგან არ სჯერათ, რომ ის მართლაც სტენ ლია.

რკინის კაცი / Iron Man

"რკინის კაცში" ლი კვლავ საკუთარ თავს თამაშობს, თუმცა ტონი სტარკს ის პლეიბოის დამაარსებელ ჰიუ ჰეფნერში ერევა. ამ სცენის სხვა ვერსიაში ტონი შეცდომას ხვდება და ლის ბოდიშს უხდის.

წარმოუდგენელი ჰალკი / The Incredible Hulk

ჰალკის 2008 წლის ეკრანიზაციაში ლი სვამს წვენს, რომელშიც ბრიუს ბანერის სისხლი ურევია. ამის გამოყენებით გენერალი როსი ახერხებს ჰალკის ადგილმდგომარეობის დადგენას.

რკინის კაცი 2 / Iron Man 2

"რკინის კაცი 2"–ში სტარკს კვლავ ერევა სტენ ლი სხვა ადამიანში, ამჯერად ლარი კინგში.

თორი / Thor

"თორში" სტენ ლი ერთ–ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც თორის უროს, მიოლნირის გარშემო იკრიბებიან. ლი მიოლნირის მიწიდან ამოღებას მანქანის გამოყენებით შეეცდება.

სტენ ლის ასევე აქვს ეპიზოდური როლი ფილმში "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი", რომელიც დღეს ვნახე, თუმცა მისი ნახვის სიამოვნებას თქვენ დაგიტოვებთ. უკვე ცნობილია, რომ ლი გამოჩნდება "შურისმაძიებლებსა" და "საოცარ ადამიან–ობობაში".

ენ ჰეთეუეის პირველი სურათი "ბნელი რაინდი: აღზევებიდან" [განახლებული]

Warner Bros.-მა გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური სურათი "ბნელი რაინდი: აღზევებიდან" (The Dark Knight Rises), რომელზეც აღბეჭდილია ენ ჰეთეუეი ქალი–კატას როლში. სურათმა საბოლოოდ გაფანტა ეჭვები იმის შესახებ, ჰეთეუეი ფილმში მოგვევლინებოდა, როგორც ქალი–კატა თუ უბრალოდ როგორც სელინა კაილი, რადგან ის სურათზე ბეტპოდს მართავს საკუთარ კოსტიუმში გამოწყობილი. მეორე რაც ფოტომ დაგვიდასტურა ის არის, რომ ქალი–კატა ნოლანის ტრილოგიაში, ბეტმენის მოკავშირე იქნება და არა მისი მოწინააღმდეგე. [განახლება: დაემატა რამდენიმე ფოტო გადასაღები მოედნიდან, რომელზეც სავარაუდოდ გამოსახულია ენ ჰეთეუეის დუბლიორი]

"ბნელი რაინდი: აღზევებაში" მონაწილეობენ კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გარი ოლდმენი, მორგან ფრიმენი, ტომ ჰარდი, ენ ჰეთეუეი მარიონ კოტიარი და ჯოზეფ გორდონ–ლევიტი. ნოლანი ფილმს გადაიღებს ძმასთან ერთად დაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც თავისმხრივ ეფუძნება კრისტოფერ ნოლანისა და დევიდ ს. გოიერის მიერ შექმნილ სიუჟეტს. ნოლანი ასევე ფილმის პროდიუსერიცაა დიდი ხნის პარტნიორებთან ემა თომასსა და ჩარლზ როვენთან ერთად. "ბნელი რაინდი: აღზევება" კინოთეატრებში 2012 წლის 20 ივლისს გამოვა.


Dark Knight Rises Trailer by teasertrailer

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More